ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწ...
იხილეთ სრულად
ხილულ და დროებით სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ, არაფერია უძრავი, არამედ ყველაფერი მიდის და გადაივლის. შენი ცხოვრებაც მიედინება და გადის; როგორც ჩანს, ხანდახან სხეულით ისვენებ, მაგრამ შენი იდუმალი ზრახვები და საიდუმლო სურვილები განუწყვეტლივ მოძრაობაში არიან; ამიტომაც თუ ცხონების გზით არ მიდიხარ, მაშინ ნამდვილად დაღუპვის გზას ადგახარ, ანდა, თუ არ მიდიხარ, ეცემი, - სულიერი ცხოვრებიდან ხორციელში, ადამიანური ცხოვრებიდან ცხოველურში გადადიხარ და ვერც შეამ...
შეუძლებელია არ დაეცე, მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, რომ დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას. - მიბაძე მას.
ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - "ამბა! რა ვქნა? დავეცი". ბერმა უპასუხა: -"ადექი". ძმამ უთხრა: - "ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: - "კვლავ ადექი". - "სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?" - კვლავ ჰკითხა ძმამ. - "სიკვდილამდე."...
იხილეთ სრულად
ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - "ამბა! რა ვქნა? დავეცი". ბერმა უპასუხა: -"ადექი". ძმამ უთხრა: - "ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: - "კვლავ ადექი". - "სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?" - კვლავ ჰკითხა ძმამ. - "სიკვდილამდე." - მიუგო ბერმა.
არ არის საჭირო, სიმძიმეთა გაზვიადებით გამოკვებო სიზარმაცე და სულმოკლეობა. მცირე ქვები ერთმანეთს ემატება და უზარმაზარ ტაძარს ქმნიან; ამის მსგავსად აღაშენე საკუთარი სული, რამდენადაც შესაძლებელია, განუწყვეტლივ. გაძლიერებული მადლიანი ...
იხილეთ სრულად
არ არის საჭირო, სიმძიმეთა გაზვიადებით გამოკვებო სიზარმაცე და სულმოკლეობა. მცირე ქვები ერთმანეთს ემატება და უზარმაზარ ტაძარს ქმნიან; ამის მსგავსად აღაშენე საკუთარი სული, რამდენადაც შესაძლებელია, განუწყვეტლივ. გაძლიერებული მადლიანი აზრებით, კეთილი სურვილებითა და საქმეებით და სრულად აღშენდები სულიერ ტაძარში.
განა ჩიტისთვის მძიმეა ფრთები, რომლითაც იგი ჰაერში დაფრინავს? ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის არ არის მძიმე მცნებები ქრისტესი, რომლის წმნილებაცაა ჩვენი სული, მასზე დაყრდნობით ზეცაში რომ აფრინდება.
"ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათე 11, 30), - ბრძანა უფალმა. მსუბუქია ჭეშმარიტად! მართლაც რა შეიძლება იყოს უმსუბუქესი იმ ტვირთზე, რომელიც თვითონ ტვირთულობს ყოველ მის მტვირთველს. ასევე დაატარებენ სივრცეში ჩიტს მძიმე ფრთები, რომლებიც მა...
იხილეთ სრულად
"ტვირთი ჩემი მსუბუქ არს" (მათე 11, 30), - ბრძანა უფალმა. მსუბუქია ჭეშმარიტად! მართლაც რა შეიძლება იყოს უმსუბუქესი იმ ტვირთზე, რომელიც თვითონ ტვირთულობს ყოველ მის მტვირთველს. ასევე დაატარებენ სივრცეში ჩიტს მძიმე ფრთები, რომლებიც მას ასხია