რამდენი შრომა სჭირდება ადამიანს თავისი ცოდვილი სურვილების აღსასრულებლად? როგორი შფოთი და ტანჯვა ხვდებათ წილად პატივისა და დიდების მოყვარულთ! როგორი დამაუძლურებელი შრომა ხვდება მას, ვინც სულ უფრო და უფრო მდიდრდება! ღვთის გულის მოსა...
იხილეთ სრულად
რამდენი შრომა სჭირდება ადამიანს თავისი ცოდვილი სურვილების აღსასრულებლად? როგორი შფოთი და ტანჯვა ხვდებათ წილად პატივისა და დიდების მოყვარულთ! როგორი დამაუძლურებელი შრომა ხვდება მას, ვინც სულ უფრო და უფრო მდიდრდება! ღვთის გულის მოსაგებად ასეთივე შრომას რომ ვეწეოდეთ, როგორც ვნებების სიამოვნებისათვის ვაკეთებთ, სულიერი სრულყოფილების როგორ სიმაღლეს მივაღწევდით!
რას არ ვაკეთებთ ამაო სურვილებისა და დანაშაულებრივი ვნებების დასაკმაყოფილებლად?! სიმდიდრისთვის სიმშვიდეს ვიღებთ მსხვერპლად, პატივს - ქონების მოსახვეჭად და სიმშვიდეს - ისევ იმისთვის, რომ პატივი მოვიპოვოთ.
ვინც ღვთისმოსაობის ღვაწლს სასაცილოდ მიიჩნევს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც მდინარის დინების მიმართულებით მიცურავს და ამიტომ დინების მიერ ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე წაღებული დასცინის მათ, ვისაც სურთ, მდინარის დინების საწინა...
იხილეთ სრულად
ვინც ღვთისმოსაობის ღვაწლს სასაცილოდ მიიჩნევს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც მდინარის დინების მიმართულებით მიცურავს და ამიტომ დინების მიერ ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე წაღებული დასცინის მათ, ვისაც სურთ, მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გასცურონ და ნაპირზე ამოსულ მცენარეებს ეჭიდებიან.