სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ცოდვის ჩადენის სიადვილემ და სათნოებების აღსრულების სიძნელემ არ უნდა გვაიძულოს, უარი ვთქვათ უკანასკნელზე და დავთანხმდეთ პირველს.
არ აკეთო სიკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ ამას, შესაძლოა, რაიმე არასასიამოვნო მოჰყვეს, ნიშნავს იმას, რომ სამუდამოდ ქმნა უარი სიკეთის ქმნაზე.
მრავალი ქრისტიანი ღვთის გულმოწყალებიდან ყველაფერს პირდება, მაგრამ თავისი თავისაგან არაფერს მოითხოვს.
ვინც სათნოების გაკვეთილებში განისწავლება და არ აღასრულებს მათ, ჰგავს ადამიანს, რომელიც ხნავს, მაგრამ თესვა ავიწყდება.
როგორც ბავშვი სწავლობს საუბარს, ასევე სწავლობს ზრდასრული იყოს კეთილი; ორივე რწმენითა და ვარჯიშით მოიპოვება.
კეთილი სურვილი მაშინ არის მაცხოვნებელი, როდესაც მტკიცედ და დაუზარებლად აღესრულება. არიან ადამიანები, რომელთა გზა კეთილი ზრახვებით იყო მოფენილი; მაგრამ კეთილი ზრახვები აღუსრულებელი დარჩა და მათი გზა ჯოჯოხეთისაკენ წარემართა.
ზოგიერთს მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად არ ჰყოფნის ძალა და არა - კეთილი სურვილი. სიკეთე