სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება.
ნურავის განიკითხავთ დროზე ადრე; ისინი, ვინც ცათა სასუფევლისგან ყველაზე შორს გვგონია და რომლებიც ჩვენ, შესაძლოა, გვძაგს ამის გამო, იქნებ წმიდანები გახდნენ და ოდესმე ამის გამო ჩვენ განგვიკითხონ.
ნუ განიკითხავ ცოდვილს, რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ცოდვები, რადგან, თუ ის იგრძნობს თავის დანაშაულებათა სიმძიმეს და ღვთისკენ მობრუნდება, შესაძლოა, უფალი უფრო მეტად შეიყვაროს, ვიდრე მან, ვისაც მძიმე ცოდვები არა აქვს.
ცოდვილთა განკითხვისგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ბრძენის სწავლება: "ნურასოდეს იტყვი ცუდს მასზე, ვინც იმ წუთას იქ არ არის".
ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს
მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის მაჩვენებელი არ არის, არამედ ადამიანის მიმართ სიძულვილის მიმანიშნებელია.