ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილა...
იხილეთ სრულად
ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.
ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასის მიმართ არა მხოლოდ არ გამოამჟღავნებს მის ნაკლოვანებებს, არამედ პირიქით, რამდენადაც შესაძლებელია, ცდილობს, დაფაროს ისინი სხვა ადამიანის თვალთაგან (1 პეტ. 4, 8).
ცოდვილ მეგობარს მსაჯულის შესახებ შეახსენე. ამით მასაც სარგებელს მოუტან და საკუთარ თავსაც; რამეთუ ეს რჩევითი მკურნალობა სასარგებლოა როგორც მისთვის, ისე - შენთვის.
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზედ გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.