სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი საუბრით, განუწყვეტელი მშვიდობით, სრული მორჩილებით, უტკბილესი იესოსადმი ცეცხლოვანი სიყვარულით, რომლის საღმრთო ალიც მუდმივად ანთებული აქვს და არასდროს უქრება, არამედ, იტყვის თუ არა: „იესო“, იმწუთას სული იხარებს, ბაგეები ტკბება და მთლიანად იღვიძებს გონებითნაშენი ადამიანი. აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ

გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიერდება, ხოლო ძველი კაცი კვდება, ახალი კი – განახლდება და იმატებს ქრისტეს სიყვარული. ამის მერე ადამიანს არაფერი ამქვეყნიური აღარ აკმაყოფილებს. გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება

ასე, ჩემო ოქროს გოგონავ, რადგან ქვეყანა გაფუჭდა და განსაცდელიც, რომ ხედავს, რომ ღმერთი გიყვართ და მისმიერი მოშურნეობა გაქვთ, დასაბრკოლებელ ლოდს დაგიგებთ მახედ. ასე, ჩემო ოქროს გოგონავ, რადგან ქვეყანა


არაფერია იმაზე მშვენიერი, ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია

არაფერია იმაზე მშვენიერი, არაფერია იმაზე ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია. არაფერია იმაზე ამაღლებული, როგორც ზეციურ რეალობაზე ფილოსოფოსობა და ამქვეყნიდანვე ხედვა იქაური მარადიული სიკეთეებისა. არაფერია იმაზე მშვენიერი, ლამაზი, როგორიც

მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარებისთვის.
მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, თუ რა უბედურება ეწია ეკლესიას და ვშიშობ, ღმერთის მიტოვების ამ გამოხატულებამ თქვენამდეც არ მოაღწიოს და არ დავკარგო საყვარელი ადამიანები, შედეგად კი – ამდენი ღამისთევები წყალში ჩამეყაროს, იძულებული გავხდი მიმემართა შეღავათისთვის: გასაჭირისას დაწესებულის გვერდის ავლა დასაშვებიაო. ვუთხარი ჩემს თავს: ჯობია ერთი მცნება დავარღვიო და საყვარელი ნათესავები შევიძინო-მეთქი. მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი

სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში

49. თუ ღმერთს ჭეშმარიტად შევიყვარებთ, მაშინ ამ სიყვარულით ვნებებსაც აღმოვფხვრით. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული კი იმას ნიშნავს, რომ ის წუთისოფელს ამჯობინო, ხოლო სხეულს - სული, რაც ამქვეყნიური საგნების უარყოფასა და ღვთისადმი თავის მიძღვნაში გამოიხატება, ეს კი არის თავშეკავება, სიყვარული, ლოცვა და ფსალმუნება. თუ ღმერთს ჭეშმარიტად შევიყვარებთ, მაშინ ამ

39. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე ფიქრის, არამედ იმ ვნების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ფიქრებს ახლავს, ე.ი. ის ეწინააღმდეგება არა დედაკაცს, ან მაწუხებელს და მათ წარმოსახვას, არამედ ვნებებს, რომლებიც ამ წარმოსახვებს ახლავს. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე

10. ვისაც ვინ უყვარს, ყოველნაირად ცდილობს, მას აამოს. ამრიგად, ვისაც ღმერთი უყვარს, ის, რა თქმა უნდა, მის სათნოყოფას ლამობს; ხოლო, ვისაც სხეული უყვარს, ის მის საამებლად მოქმედებს. ვისაც ვინ უყვარს, ყოველნაირად ცდილობს, მას

81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2