განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
თუ საკუთარი თვალით იხილავ ძმის შეცოდებას და ზრახვა მისი განკითხვისკენ გიბიძგებს, განიშორე ეს აზრი და უთხარი: "ანათემა შენ, სატანავ! შენი ბრალია, რაც ჩემმა ძმამ ჩაიდინა!" შენი გული კი დაარწმუნე, რომ ძმა არ განიკითხოს; სხვაგვარად ღვ... იხილეთ სრულად
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულ... იხილეთ სრულად
როდესაც დაინახავ შემცოდე მოყვასს, უფალს ნეტარი ავგუსტინესავით შეჰღაღადე: "ო, ღმერთო! შენ რომ მიმატოვო, მე მასზე მეტად შევცოდავ!"
ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია.
ნურავის განიკითხავ, თუნდაც მან შენს თვალწინ საშინლად შესცოდოს. გახსოვდეს, რომ თუ მადლი დაგტოვებს, შესაძლოა, ყველას გადააჭარბო ცოდვებით.
როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის.
ვინც მზერას მუდამ საკუთარი ნაკლოვანებებისკენ მიმართავს, იგი ყოველთვის თვლის, რომ სხვები მასზე უკეთესნი არიან და მხოლოდ ასეთი არ დგას დაცემის გზაზე.