ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ბედნიერება - ციტატები, გამონათქვამები ბედნიერება, გამონათქვამები, ციტატები
ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი.
ეკლებით დაფარული ვარდი ადამიანებს მშვენიერ შეგონებას აძლევს: "ყოველივე ის, რაც სასიამოვნოა ამქვეყნად, ჰოი, მოკვდავნო, მწუხარებასთან არის შეზავებული, თქვენ აქ ვერ ჰპოვებთ სუფთა სიკეთეს, ყველგან და ყველაფერში სიკეთესთან რაიმე ბოროტე... იხილეთ სრულად
მიწიერი ბედნიერება შეუძლებელია ზოგიერთი უსიამოვნების გარეშე, ისევე, როგორც ჩახატული ყვავილები - ჩრდილის, ვარდი კი - ეკლების გარეშე.
უბედურებისგან შეიძლება ჭეშმარიტი ბედნიერების გამოწვლილვა, ისევე, როგორც მწარე ქერქიდან - ტკბილი მარცვლისა.
ფუტკარი თაფლს არ აკეთებს, ვიდრე ყვავილებზე მოსვენებით ზის. ადამიანიც, ვიდრე მოსვენებულ მდგომარეობაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში იმყოფება, არ გამოაჩენს თავის თავში რწმენის, სიყვარულისა და ლოცვის ნაყოფს.
თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის მძიმე ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს.
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.