ამისთვის ვიღწვით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, განვიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულებისა ხატისა. ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვ...
იხილეთ სრულად
ამისთვის ვიღწვით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, განვიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულებისა ხატისა. ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვდეს და ყოველი სათნოება განცოცხლდეს ჩვენ შორის. მტკიცედ და გადაწყვეტილად სთქვი შენს გულში: მეყოფა მე ესოდენი ცოდვის მონება, საკმაო არის ჩემთვის ისიც, რაც აქამომდე მიქმნია ცოდვა, ამიერითგან აღარ უნდა ვიყო მე ცოდვისა მონა.
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მ...
იხილეთ სრულად
187. „სიბრძნეში გულით განსწავლულნი (შდრ. ფს. 89.12), თანახმად სამღვდელო მეფსალმუნისა, მარადის უნდა ვცხოვრობდეთ როგორც თავად მამაღმერთის ძალია და ღვთის სიბრძნის – ქრისტე იესოს მიწყივ ამომსუნთქველნი, მაგრამ თუ რაღაც ვითარების გამო მოვუძლურდებით და გონითი ღვწისგან მოვმედგრდებით, მომდევნო განთიადისას კვლავ კეთილად შემოვისარტყლოოთ გონითი წელი და კვლავაც მტკიცედ შევუდგეთ საქმეს, ვუწყით რა, რომ ჩვენ, რომლებსაც შეგვიცვნია მშვენიერება, ვერაფერი გაგვამართლ...
მეფურ გზაზე ზომიერად უნდა იღვწოდეთ. გვამი ჩვენი ერთგული და სათნო უნდა იყოს, ყველა საქმეში გვემორჩილებოდეს. ღამეში 4 საათი იძინე. მე-10, მე-11, მე-12 საათს და ერთი საათი შუაღამის შემდეგ. ოდეს დაუძლურდე, დღისითაც დაიძინე. ასე იყავი ...
იხილეთ სრულად
მეფურ გზაზე ზომიერად უნდა იღვწოდეთ. გვამი ჩვენი ერთგული და სათნო უნდა იყოს, ყველა საქმეში გვემორჩილებოდეს. ღამეში 4 საათი იძინე. მე-10, მე-11, მე-12 საათს და ერთი საათი შუაღამის შემდეგ. ოდეს დაუძლურდე, დღისითაც დაიძინე. ასე იყავი ცხოვრების ბოლომდე, რამეთუ შენი მოსვენებისთვის ასე სჯობს. მეც ყმაწვილობიდან დღემდე ასე ვიცხოვრე. ჩვენ ხომ უფალს ღამით შევთხოვთ მოსვენებას. თუ თავს ასე შეინახავ, უძლურება არ მოგერევა და ჯანმრთელი იქნები
110. თუმცა ისინიც, რომლებიც მოქმედებითი ცოდვისგან გარკვეული იძულებით განაყენებენ საკუთარ თავს, ნეტარნი არიან ღვთის, ანგელოზებისა და კაცთა წინაშე, რადგან „ცათა სასუფევლის მაიძულებლებად“ წარმოჩნდებიან.
66. და კიდევ, საღვთოდ ბრძენთაგანმა სხვამ თქვა: „ნაყოფის გამოღების სათავე ყვავილია და საქმითი მოღვაწეობის სათავე – თავშეზღუდვა“. ამიტომ, შევიზღუდოთ თავი, და ეს – ზომიერად და აწონილად, როგორც გვასწავლიან მამები, და მთელი თორმეტსაათი...
იხილეთ სრულად
66. და კიდევ, საღვთოდ ბრძენთაგანმა სხვამ თქვა: „ნაყოფის გამოღების სათავე ყვავილია და საქმითი მოღვაწეობის სათავე – თავშეზღუდვა“. ამიტომ, შევიზღუდოთ თავი, და ეს – ზომიერად და აწონილად, როგორც გვასწავლიან მამები, და მთელი თორმეტსაათიანი დღე გონების დაცულობით გავლიოთ, რადგან ამგვარად მოქმედნი შევძლებთ, რომ გარკვეული ძალდატანებით, ღვთის შეწევნის კვალობაზე, დავაცხროთ და დავამცროთ უკეთურება, რადგან სათნოებითი მოღვაწეობა ხომ ძალდატანებითია, რის შედეგადაც...
225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განმტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვ...
იხილეთ სრულად
225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განმტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვითხრას მან ჩვენ, ღვაწლის არმქონეთ: „არ გიცნობთ თქვენ, საიდან ხართ“ (ლკ. 13.25); ხოლო არამარტო ის გვმართებს, რომ ვითხოვოთ და მივიღოთ, რამედ ისიც, რომ ბოძებული დავიცვათ, რადგან არიან მავანნი, რომლებიც მიღების შემდეგაც კი წ...
45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა (ანუ ორივე მათგანი არასრული მოღვაწეა).
46. ორივე მხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი – ხორციელს, ხორც...
იხილეთ სრულად
45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა (ანუ ორივე მათგანი არასრული მოღვაწეა).
46. ორივე მხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი – ხორციელს, ხორცისმიერი კი – გონებისეულს, რადგან მათი თანაშერთულობა კიდევ უფრო სამძიმოა (იგულისხმება, რომ ორიმხრივი „შეჭირვებულობა“ ანუ ორმხრივი ასკეზისი კედევ უფრო მძიმე ტვირთია და რომ არა სულისა და ხორცის თანაშეწევნა საერთო ღვაწლში, ე...