170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათ... იხილეთ სრულად
170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათ... იხილეთ სრულად
121. გულისზრახვათა მიზეზები გარეგანი უკეთურებანია, რომელთათვისაც ყოველჟამს თავს გამოვიდებთ ხოლმე.
120. როდესაც უკეთური გულისზრახვებისგან ვიმართებით, ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ და არა მამისეული ცოდვა (ადამის ცოდვა, პირველცოდვა).
89. გახანგრძლივებული აზრი ააშკარავებს ადამიანის ვნებისმოყვარეობას, მყისვე აღმოფხვრილი კი მოასწავებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას.
74. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო კლდეებით გარსმოვლებულ ადგილას აღმოჩნდება, ამგვარდვე ემართება აზრებისგან თანდათან შორს გატყუებულ სულს.
181. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო მეტად უკეთურია და უფრო მეტად მბრძანებულური, მაგრამ აზრისმიერნი (წარმოსახვები) არიან მათი მიზეზები და წინამძღვრები.
178. როდესაც ნახავ, რომ შიგნით რაც გაქვს, მძლავრად აღიძვრის და ვნებისაკენ უხმობს მყუდრო გონებას, იცოდე, რომ ოდესღაც შენმა გონებამ ამათაც (ეი. შინაგან გულისზრახვებს, ვნებად მისწრაფებებს)უმეგზურა, საქმედ აქცია ისინი და გულში ჩადო.
177. ბოროტებათა აღმოფხვრამდე ნუ მოუსმენ შენს გულს, რადგან როგორი შენატანებიც აქვს მას, იმგვარსავე შენამატებს ეძიებს.
167. გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭვრეტა არ ძალუძს.
141. არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა), აშკარაა, რომ თუ თვით ეს საქმე არა (ე.ი. ეს უკეთური საქმე, ეს ცოდვისმიერი გულისზრახვა და ქმედება), ამ საქმის მიზეზები მაინც გიყვარს.