ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები

ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

222. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით მოამპარტავნეს, რადგან შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ადამიანი თავმომწონეც იყოს და ჭეშმარიტების მოყვარულიც. ნუ შეეცდები მხილებით არგო სათნოებებით

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას

link
ილია II

ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული. ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით. უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი

link

ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილნი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით. ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სიმთვრალე ხდება ფეხის წაბორძიკების მიზეზი, ხოლო ამგვარ გულისთქმათა მიზეზი ამპარტავნებაა. სიმთვრალისთვის დაისჯება ადამიანი, მაგრამ ამგვარ წაბორძიკებაში მას ბრალი არა აქვს სიმთვრალე ხდება ფეხის წაბორძიკების მიზეზი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს. ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის

link
წმ. ბასილი დიდი

ფული - ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და ღვთივსათნო დიდებისკენ როდი მიჰყავს ადამიანი, არამედ ტყუილუბრალოდ აბრმავებს, ამაოდ აამპარტავნებს და მის სულში სიმსივნის მსგავს სნეულებას ბადებს. ფული - ეს მომხვეჭელობის ვნების სათავეა და

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

"ცოდნა სინათლეა!" - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის უნარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი - საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს ცოდნა სინათლეა! - ამბობენ ბრძენი

link

ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები

2