უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება.
"რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეი... იხილეთ სრულად
ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა -... იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა.
ერთხელ ერთ მეცნიერს ჰკითხეს, თუ რა მიაჩნდა თავის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესად. ყველას ეგონა, რომ ის თავის ცნობილ გამოკვლევას დაასახელებდა, რომელმაც ხალხს იმდენი სიკეთე მოუტანა. მან კი უპასუხა: ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩ... იხილეთ სრულად
მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა. ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმ... იხილეთ სრულად
ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრე... იხილეთ სრულად
აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, ... იხილეთ სრულად
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".