საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.
ვინაიდან ყოვლისშემძლე შემოქმედს თანასწორი არა ჰყავს, ამიტომ ჩვენი სიყვარულის გაყოფა არავისთან უნდა და ჩვენგან მთელ გულს მოითხოვს. არ სურს, რომ ეს სიყვარული ღვთისადმი სრულყოფილ სიყვარულს თუნდაც მცირეოდენ დაბრკოლებად ექცეს.
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუ...
იხილეთ სრულად
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუხარებას ძლევდი.