სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
არაფერია იმაზე მშვენიერი, ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია
მინდოდა და გული მეწვოდა შემეტყო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, სულიერისა თუ ხორციელისა, მაგრამ მცნება – ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, ჩემი ღირსი არ არისო – მაიძულებს დავივიწყო არა მარტო მშობლები, და-ძმა და ნათესავები, არამედ საკუთარი სხეულიც კი, ხოლო სულის მთელი წადილი და სიყვარული ღმერთისკენ მივმართო; მზერა მისკენ გვქონდეს მიმართული და ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ და ვიღებდეთ შესაფერის წამლებს სულის განწმედისა და სულიერი ადამიანის განვითარებისთვის.
მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ, თუ რა უბედურება ეწია ეკლესიას და ვშიშობ, ღმერთის მიტოვების ამ გამოხატულებამ თქვენამდეც არ მოაღწიოს და არ დავკარგო საყვარელი ადამიანები, შედეგად კი – ამდენი ღამისთევები წყალში ჩამეყაროს, იძულებული გავხდი მიმემართა შეღავათისთვის: გასაჭირისას დაწესებულის გვერდის ავლა დასაშვებიაო. ვუთხარი ჩემს თავს: ჯობია ერთი მცნება დავარღვიო და საყვარელი ნათესავები შევიძინო-მეთქი.
49. თუ ღმერთს ჭეშმარიტად შევიყვარებთ, მაშინ ამ სიყვარულით ვნებებსაც აღმოვფხვრით. ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული კი იმას ნიშნავს, რომ ის წუთისოფელს ამჯობინო, ხოლო სხეულს - სული, რაც ამქვეყნიური საგნების უარყოფასა და ღვთისადმი თავის მიძღვნაში გამოიხატება, ეს კი არის თავშეკავება, სიყვარული, ლოცვა და ფსალმუნება.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
39. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე ფიქრის, არამედ იმ ვნების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ფიქრებს ახლავს, ე.ი. ის ეწინააღმდეგება არა დედაკაცს, ან მაწუხებელს და მათ წარმოსახვას, არამედ ვნებებს, რომლებიც ამ წარმოსახვებს ახლავს.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
10. ვისაც ვინ უყვარს, ყოველნაირად ცდილობს, მას აამოს. ამრიგად, ვისაც ღმერთი უყვარს, ის, რა თქმა უნდა, მის სათნოყოფას ლამობს; ხოლო, ვისაც სხეული უყვარს, ის მის საამებლად მოქმედებს.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
58. ღვთის სიყვარული თავის თანაზიარს ყოველგვარ წარმავალ სიამეს, ყოველგვარ ტანჯვასა და მწუხარებას არად მიაჩნევინებს. ამაში დაგვარწმუნებს ყველა წმინდანი, რომელთაც ამდენი ტანჯვა გადაიტანეს ქრისტეს გამო.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
52. გონება, რომელიც უფალსაა მინდობილი და ლოცვითა და სიყვარულით მასთან ჰგიებს, არის ბრძენი, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, სულგრძელი და უბრალოდ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ხოლო ღვთისაგან განშორებული და ნივთიერ საგნებთან დამეგობრებული, ავხორცობას მიცემული გონება, ან პირუტყვულია, ან მხეცური, რის გამოც ადამიანებს ებრძვის.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
51. როცა შენიშნავ, რომ შენი გონება ნივთიერ საგნებში ტკბობას ჰპოვებს და მათზე სიამოვნებით ფიქრობს, იცოდე, რომ ღმერთზე მეტად შენ ისინი გიყვარს. "რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი", ამბობს უფალი (მათ.6,21).
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ