სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარულის განმგდებელი უკურნებელს წყლულებაში არის. კურნება სათნოებით იქმნება; თვინიერ სათნოებისა სული არ განიკურნება, და ეს ზემო დამტკიცდა - თვინიერ სიყვარულისა ყოველი სათნოება უხმარი არის; სათნოებით აღვსილის პავლესაგან გესმის: „უ... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი სახლს აშენებს და არ გადახურავს, ასეთი სახლი არ გამოდგება. ასეა ადამიანიც: ყველა სათნოება რომ მოიხვეჭოს, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს, მაშინ მისი სათნოებათა სახლი უსახურავოდ დარჩება და სრულიად გამოუსადეგარი იქნება.
ბაღი ღობის გარეშე გაითელება და გაჩანაგდება, და ვინც არ ინახავს თავის ბაგეებს, იგი დაღუპავს ნაყოფს სათნოებებისა.
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.
რაც უფრო გამჭრიახია ჩვენი მზერა, მით უკეთ ვხვდებით რა შორს ვართ ცისგან. ამის მსგავსად, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით უკეთ შევიცნობთ, რა შორსა ვართ ღმერთისგან. დიდი სიბრძნეა, როდესაც თავის შეფასება შეგვიძლია. ყველაზე უკეთ ... იხილეთ სრულად
ნუ ისირცხვილებთ თუ მშობლებისაგან რაიმე ნაკლოვანება დაგყვათ, მაგრამ ნურც მემკვიდრეობითი სათნოებებით იამაყებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ იმას შეგვეკითხება, თუ როგორ იმუშავა თითოეულმა ჩვენგანმა თავის ძველ კაცზე.
ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.
როგორც ნაყოფის შიგნით გაჩენილი მატლი მთელს შიგთავსს სპობს და მხოლოდ გარეკანს ტოვებს საღს, ასევე პირფერი მთელ შინაგან სათნოებას ანადგურებს.
ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წ... იხილეთ სრულად
სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ - იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.