სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა.
საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები.
ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება,... იხილეთ სრულად
მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს ... იხილეთ სრულად
სათნოების გზით სვლა და წარმატება შეუძლებელია უწმინდური ზრახვებისგან თავის დაღწევის გარეშე.
ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო... იხილეთ სრულად
გინახავთ, როგორ აცლის ქარი გაზაფხულის ყვავილებს ხეებს. სიცოცხლითა და სილამაზით აღვსილი ყვავილი სრულად ჭკნება, როდესაც ფესვს მოცილებულს ხელში დასრესენ - ამრიგად, ნორჩ ასაკში დაზიანებული ყველაზე ლამაზი ხე სამუდამოდ მახინჯდება, უნაყო... იხილეთ სრულად
ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს.