შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.
ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა ნაყოფი. წმ. წერილიც ამბობს: „ყველა ხე რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე ე.ი. გულის ... იხილეთ სრულად
უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.
53. საქმედ და ლოცვად გაჰყავ სული შენი; რამეთუ ესრეთ არა მრავალთა შემოსავალთა ჰპოებს ჩუენდა მომართ ეშმაკი
იქნებ არის ისეთი ქრისტიანი, რომელიც შეგნებულად არიდებს თავს საზოგადოებრივ საქმიანობას მოგონილი ავადმყოფობის საბაბით, ან ისეთი სნეულების მიზეზებით, რომელიც საშუალებას იძლევა, ეს სამუშო არ შესრულდეს. ექიმთა მოტყუება კიდევ შეიძლება ა... იხილეთ სრულად
შრომა თქვენი არ დაიკარგება ამაოდ. გარნა, მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი იქნება დაფუძნებული სიმართლესა და პატიოსნებასა ზედა.
შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე. მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცთური ვერ წარიტაცებს.