აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ მშობელმა რაღაცა დაგაკლოთ აღზრდაში, მიაშველეთ ამას თვითაღზრდა.
მშობელს შეიძლება შეეშალა, ან არ იცოდა, ან დრო არ ჰქონდა, ან პურის ფული უნდა ეშოვა,... მაგრამ სიცოცხლე ხომ მოგცა.
გამოასწორე!
დედის გული, თუ მართლაც უნდოდა დედას ბავშვი, სიბრძნით არის სავსე, და ეს სიბრძნე არასდროს არ გიღალატებთ ბავშვის აღზრდაში
ყველა ბავშვს თავისი თანდაყოლილი ნიჭიერება მოჰყვება.
ჩვენი ვალი რაღაა? - ეს ნიჭიერება განვუვითაროთ, გავუღვიძოთ, გავუძლიეროთ, ხელი შევუწყოთ, გასაქანი მივცეთ
თუ გულწრფელად დიდ ინტერესს გამოიჩენთ შვილის ინტერესების მიმართ, მერე ისინიც დაინტერესდებიან თქვენით და ასე შესაძლებელია შვილთან მეგობრობის ჩამოყალიბება
თუ მშობელი ჩივის შვილის საქციელზე, ხოლო თავის ქცევებს არ აანალიზებს, თუ რამდენად სწორად იქცევა თვითონ ბავშვთან, ასეთ შემთხვევაში მას ჩივილის უფლებაც კი არ აქვს. რასაც აძლევს ბავშვს, იმას იღებს შედეგად
თუ ბავშვს არ უჩვენე სიკეთე, სიკეთეს ვერ მიიღებ მისგან! თუ სიყვარული არ უჩვენე, სიყვარულს მისგან ვერ მიიღებ! თუ კეთილშობილება და დიდსულოვნება არ დაანახე, ასეთს ბავშვს ვერ გახდი! მაგრამ თუ რამე უკუღმა დაანახე, იმ უკუღმართობას მიი... იხილეთ სრულად
ბავშვის აღზრდის ჭეშმარიტება (ახლა არ გაგიკვირდეთ როგორც ეს დამთავრდება) საკუთარი თავის აღზრდაშია