სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწვევს უხილავ გველებს - ჯოჯოხეთის სულებს, შხამიანი ნესტარივით რომ გესლავენ მას ვნებებითა და ცოდვილი გულისსიტყვებით.... იხილეთ სრულად
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
ადამიანისთვის ადვილია ცხოველებთან ბრძოლა. ამისთვის მას იარაღი გააჩნია, მაგრამ მისთის ძნელია ბოროტ სულებთან შერკინება, რადგან ბოროტი სულები ისეთ იარაღს ფლობენ, ადამიანს რომ არ გააჩნია.
ბოროტ ძალებთან საბრძოლველად ღვთისაგან დიდ შემწეობას იღებს ის, ვინც რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს 90-ე ფსალმუნს.
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტე... იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ... იხილეთ სრულად
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხო... იხილეთ სრულად
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება.