პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია
როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპული სულები გადავარჩინოთ და ვაცხოვნოთ ისინი
სხვაგვარი საქმე აქვს ეთიოპიელს და სხვაგვარი - თეთრს. ამგვარადვე სხვადასხვაგვარია პატივმოყვარეობა მათი, ვინც ძმათა შორის მონასტერში ცხოვრობს და ვინც მათი, ვინც უდაბნოში დაყუდებაში იმყოფება
26. როდესაც ერისკაცები სტუმრობენ მონასტერს, მათ წინ პატივმოყვარეობის ეშმაკი უსწრებს, რათა უგუნური მონაზვნები დაარწმუნოს, რომ გამოვიდნენ და მიეგებნენ მათ. 27. ისინი ფეხებში უვარდებიან მათ, სიმდაბლეს ჩემულობენ და ამპარტავნებით ... იხილეთ სრულად
სუფრასთან ჯდომისას, პატივმოყვარება ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ
29. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მ... იხილეთ სრულად
32. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.
პატივმოყვარე ცხოვრების წესითა და ხორცით მონაზონთა შორის იმყოფება, ხოლო გონებითა და საქმით ერისკაცთა შორისაა
საყვარელნო, ვისაც ზეციური სიკეთის მიმართ აქვს სწრაფვა, ზეციურ დიდებას იხილავს, რადგან ვისაც მისი დიდების გემო უგემია, ყოველგვარ ქვეყნიურ დიდებას შეურაცხყოფს; მიკვირს: პირველი თუ არ განუცდია ვინმეს, მან მეორის უარყოფა როგორ შეძლო?
ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და... იხილეთ სრულად