უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღვთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღვთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკა... იხილეთ სრულად
იესოს სახელის გარდა არც ერთ სახელს არ ძალუძს ჩვენში არსებული ვნებების დაძლევა. იესოს სახელის გარდა სხვა სახელით ვერ შევძლებთ ჩვენი გულიდან წყვდიადის გაფანტვას და გონებაში მოელვარე ნათელი შემეცნების გამობრწყინებას. ამ სახელით უნდა ... იხილეთ სრულად
იღვაწეთ იესოს ლოცვით, თუ გსურთ, რომ ქრისტე თქვენს სულებში დაემკვიდროს. მაშინ ეს დიდად გამოცდილი მხედართმთავარი ჩვენი თანამებრძოლი გახდება, ჩვენთვის იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვანიჭებს.
გამხნევდით და ნუ გეშინიათ, ქრისტეს მტკიცე რწმენა გქონდეთ. ის ყოვლისშემძლეა. როგორც არ უნდა გამძვინვარდეს სატანა, ქრისტეს წინაშე, მისი ძლიერების წინაშე ეშმაკის ყველა მანქანება განქარდება.
ყველაფერი მოითმინე. გახსოვდეს ქრისტე, რომელსაც ლანძღავდნენ, სილას აწნავდნენ, შოლტით სცემდნენ და ბოლოს ჯვარს აცვეს. მან კი ჩვენთვის ყველაფერი დაითმინა; ჩვენც, ვისაც ამდენი ცოდვა გვაქვს, მსგავსად უნდა მოვითმინოთ მისი სიყვარულისა და ... იხილეთ სრულად