აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი.
გონებაში გაეხსენი მეუფეს : "რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავს, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (1 მეფეთა 16.7)
აღსარება მისთვის დააწესა ღმერთმან, რომელ კაცი ცოდვილი შევა მონანებაში, აღუთქვამს ღმერთსა, რომელ ამიერითგან აღარა იქმს იმ ცოდვას და მიიღებს განტევებასა და შენდობასა თვისთა ცოდვათა.
უჩვენე მკურნალსა წყლულებაი შენი და გამოუცხადე მას ცოდვაი სულისა შენისაი, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინაბასა მიმცემელი
თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხრი შენს მოძღვარს აღსარება შენი.
„ნუ გრცხვენინ და ნუ გეშინინ აღსარებად ცოდვასა თქვენსა, და ნუ აჰყვები კაცსა ცოდვის მოქმედებად“ (ის. ზირ. 4.3). ისუ ზირაქი გვეტყვის, რომ აღსარებად ცოდვათა კაცს არ უნდა ეშინოდეს, არცა რცხვენოდეს. გამიგონია მე, განსაცვიფერბლად ჩემდა, ... იხილეთ სრულად
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი... იხილეთ სრულად
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალ... იხილეთ სრულად