ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ცოდვილი ადამიანები განკითხვისას საკუთარ თავს განვიკითხავთ, რადგან არც ჩვენ ვართ თავისუფალნი ცოდვისგან.
როდესაც ძმის ცოდვებს დავფარავთ, უფალიც დაფარავს ჩვენს შეცოდებებს; ხოლო, როდესაც მოყვასის შეცოდებებს გავამჟღავნებთ, უფალი ჩვენს ცოდვებს განაცხადებს.
შეწუხდი შემცოდე მოყვასის გამო, რათა ამასთან ერთად წუხდე საკუთარ თავზეც, რადგან ყველანი ცოდვილნი ვართ და სასჯელს ვიმსახურებთ.
ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს.
სუფთაც რომ იყო ცოდვებისგან, მაშინაც ნუ განიკითხავ მოყვასს შეცოდებების გამო, რათა ამ განკითხვის გამო ცოდვაში არ ჩავარდე.
ნუ განიკითხავ სხვას ცოდვის გამო, არამედ - საკუთარი თავი იხსენი განკითხვის ცოდვისგან.
თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს... იხილეთ სრულად
თუ რომელიმე ცოდვას არ ჩადიხარ, შესაძლოა, იგი უკვე ჩადენილი გაქვს; თუ არ ჩაგიდენია, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად შესცოდო, ვიდრე - შენმა მოყვასმა, რომელსაც ცოდვის გამო განიკითხავ.
არ არსებობს ადამიანის მიერ აღსრულებული ცოდვა, რომლის ჩადენაც ყველა სხვას არ შეეძლოს.