საქებარია ის, ვინც საღმრთო მადლის წყალობით მიაღწია იმას, რომ ეშმაკი განსაცდელის მიჯნაზე შეეკავებინა.
არ არსებობს თუნდაც ერთი მოკვდავი, თუნდაც ერთი სულიერი ადამიანი და მოსაგრე, რომელსაც ეშმაკისაგან განსაცდელის მოსვლა არ გამოე...
იხილეთ სრულად
საქებარია ის, ვინც საღმრთო მადლის წყალობით მიაღწია იმას, რომ ეშმაკი განსაცდელის მიჯნაზე შეეკავებინა.
არ არსებობს თუნდაც ერთი მოკვდავი, თუნდაც ერთი სულიერი ადამიანი და მოსაგრე, რომელსაც ეშმაკისაგან განსაცდელის მოსვლა არ გამოეცადოს, ანუ ცდუნება ყოველ ადამიანს ემუქრება. თუ იმ ერისკაცთა მსგავსად, რომელთაც ღმერთი არ უწყიან, კარ–ფანჯარას გააღებ, მაშინ მტერი დაწინაურდება და გძლევს.
სულიერად მოღვაწენი ცდილობენ, რათა მტერს არ გაუხსნან არც კარი, არც ფანჯარ...
რადგან კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის: ეშმაკი, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უ...
იხილეთ სრულად
რადგან კაცთა მოდგმას სამი მტერი ებრძვის: ეშმაკი, ჩვენი საკუთარი ბუნება და ჩვევა. ამის გარდა სხვა ომი არ არსებობს.
ამრიგად, თუ ეშმაკს მოაცილებ, რომელიც მთელ კაცობრიობას აწვალებს, მაშინ ჩვენ ყველანი კარგები ვიქნებით. აი, ვის უნდა მიაწერო უსამართლობა. იგი უნდა გძულდეს, მას განიკითხავდე და ბოლომდე მტრად გეგულებოდეს.
ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უდებებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას.
დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით...
იხილეთ სრულად
ეშმაკი წინ ეღობება ლოცვას, რათა ჩვენი დატყვევება იოლად შეძლოს. განგვაცდევინებს უდებებას, გაგვიჩენს სხვადასხვა საზრუნავს, შეგვიქმნის ასობით დაბრკოლებას ერთადერთი მიზნით – ხელი შეუშალოს ლოცვას.
დემონებს, როგორც ეს მრავალი შემთხვევით დადასტურდა, ქრისტეს სახელის გაგონებისას ძრწოლა იტანს. ეშმაკეულთა პირით ისინი თავად აღიარებენ, რომ ალი ედებათ, როცა ადამიანი ლოცულობს.
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას დ...
იხილეთ სრულად
ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მოაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას და აწვდის შემეცნებას – ჰოდა გონება ამგვარად ტყუვდება... ანუ უწმინდური სული ქურდულად აბინდებს გონებას, და იგი ამას, ჩვეულებისამებრ, როგორც არის ისე აძლევს გულს. და თუ გული განწმენდილი არ არის, ბრმად გადასცემს მას შემეცნება...
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვე...
იხილეთ სრულად
ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავედ ხდიან მას.
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთ...
იხილეთ სრულად
ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთდება, ხოლო გამოღვიძებული გონება მას თვალყურს ადევნებს. დროთა განმავლობაში ვნებები უძლურდება, გულისსიტყვები მშვიდდება და გული ცხრება.
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მ...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, რადგანაც გარს ცოდვით დაცემის მრავალი მიზეზი გახვევია, გაუფრთხილდი გრძნობებს, განსაკუთრებით კი გონებას – ამ მესაჭეს, ამბა ისააკის თქმით – „ფრინველს ფრიად ურცხვს“. გონება იჭრება მოყვასის ფარულ საქმეებში, იქცევა საძაგელ მხატვრად, როცა სამარცხვინოს გამოსახავს. ამიტომ ყოველგვარი ღონე იხმარე, რათა დაიცვა იგი სუფთად, ძლიერი ლოცვითა და გულისწყრომით განაგდე ყოველი გულისსიტყვა და ცოდვითი ოცნება: „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ“ (ეფ. 4, 26).
მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს – კარგი საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ მხოლოდ იმას რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ნაცვლად განათლებისა, იგი ბნ...
იხილეთ სრულად
მაშ ასე, როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს – კარგი საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ როცა აძლევ მხოლოდ იმას რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ნაცვლად განათლებისა, იგი ბნელდება; ასევე, როცა ის იღლება, დასვენებას ითხოვს.
მაშ ასე, გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები – ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამს...
იხილეთ სრულად
მაშ ასე, გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები – ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისაგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება. და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა. რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისაკენ, რომ...
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია, ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ ფსალმუნება, სხვა დროს კი დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდე...
იხილეთ სრულად
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია, ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ ფსალმუნება, სხვა დროს კი დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.