დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვ...
იხილეთ სრულად
დასჭირდა მონაზონს ერში გასვლა? გავიდეს. მაგრამ უნდა იყოს მთლად თვალები, მთლად ნათელი: კარგად უნდა ხედავდეს, რომ სხვათათვის სარგებლის მოტანისას თვითონ არ დაზიანდეს შემთხვევით.
ძალზე სახიფათოა ახალგაზრდა ბერთა და მონაზონთა ერში გასვლა, რომლებიც ჯერ კიდევ გაფურჩქვნის ასაკში არიან. ისინი მახეებს შორის დაიარებიან.
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლ...
იხილეთ სრულად
ახლა შესამოსელი და მონაზვნური სამოსი ისეთივე საიდუმლოებაა, როგორიც გვირგვინების დადგმა ქორწინებისას. შენ მონაზვნურ ტანსაცმელს იცმევ გვირგვინის ნაცვლად და ასე ხდები ქრისტეს სასძლო, დებ რა ქალწულების აღთქმას სიცოცხლის ბოლომდე. შეიძლება თუ არა, რომ ეს გვირგვინები სხვას მისცენ, რომ ახლა სხვამ იქორწინოს? არა. მაგრამ როცა კვდებიან, გვირგვინებს მათთან ერთად დებენ კუბოში.
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდა...
იხილეთ სრულად
ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად.
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ ერთი მცნებით შეკრული, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უზენაესი მართავდა მას. ის კი, ეშმაკისაგან ცთუნებული და ღმრთის თანასწორობის მსურველი, განიდევნა სამოთხიდან და მწუხარებაში ჩავარდა ღმრთისაგან განკვეთილი და მთელი ცხოვრება ნარ...
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დანიშნულება, რაკიღა ამქვეყნად გაჩნდა, ღმერთის პოვნაა. თუმცა მას არ შეუძლია მისი პოვნა მანამ, სანამ თავად ღმერთი არ იპოვის მას. „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ“. მაგრამ ჩვენმა ვნებებმა დაგვიბრმავა სულიერი თვალი და ჩვენ ვერ ვხედავთ მას. მაგრამ როცა სახიერი ღმერთი თავის მზერას მოგვაპყრობს, მაშინ, ვითარცა ძილისაგან გამოღვიძებულნი, ვიწყებთ ჩვენი ცხონების ძიებას.
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრე...
იხილეთ სრულად
ყოველი ნაბიჯის წინ გადადგმისას, მონაზონმა უნდა დაღვაროს ბევრი ცრემლი, სისხლის წვეთები და ასე ხანგრძლივი დროის მანძილზე. და მოდის ეშმაკი, დასაბამიერი ბოროტება და მიადგება მას ძალაყინით ისე, რომ მადლი და სხვათა ლოცვები თუ არ მიუსწრებს, არბევს. და ისევ - სულ თავიდან დაიწყება და ისევ - სისხლის დათხევა
წრიული შინაგანი ლოცვის გარდა, ყველა სხვა ლოცვა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუკუღმართდეს. მაშინ იკარგება სიწრფოება და ადამიანი იწყებს თავმოწონებას. შინაგანი ლოცვა კი, ღმრთის სახელის მოკლე მოწოდება, ორჭოფობას არ უშვებს, და არ ...
იხილეთ სრულად
წრიული შინაგანი ლოცვის გარდა, ყველა სხვა ლოცვა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუკუღმართდეს. მაშინ იკარგება სიწრფოება და ადამიანი იწყებს თავმოწონებას.შინაგანი ლოცვა კი, ღმრთის სახელის მოკლე მოწოდება, ორჭოფობას არ უშვებს, და არ შეიძლება, რომ მისგან ხიბლი წარმოიშვას. რადგან გულში მუდმივად წარმოითქმება ქრისტეს სახელი და იგი განგვწმენდს ბნელისაგან და წარგვიმართავს ნათლისაკენ
ლოცვის სახეობა მრავალია. ყველა მათგანი კარგია, თუ ადამიანი გაუცნობიერებელია და უბრალოებით ლოცულობს. მაგრამ თუ მას ვინმე დამოძღვრავს, ის კი არ დაუჯერებს, მაშინ მისი ლოცვის ძალისხმევა სხვა მიმართულებას იღებს და წარმოისვება ხიბლი
ცოდნა ღმრთის შესახებ, ღმერთის ხედვაა, რადგან ღმერთს სულიერი ცოდნა შიცნობს და არა ბუნებრივი. რადგან ბუნებრივი ცოდნა არის განსჯა, რომელიც კეთილს ბოროტისაგან განარჩევს, და ეს ყოველ ადამიანს აქვს, სულიერი ცოდნა კი წარმოიშვება სულ...
იხილეთ სრულად
ცოდნა ღმრთის შესახებ, ღმერთის ხედვაა, რადგან ღმერთს სულიერი ცოდნა შიცნობს და არა ბუნებრივი.რადგან ბუნებრივი ცოდნა არის განსჯა, რომელიც კეთილს ბოროტისაგან განარჩევს, და ეს ყოველ ადამიანს აქვს, სულიერი ცოდნა კი წარმოიშვება სულიერი ქმედებისაგან "საკუთარი თავის შეცნობასთან" ერთად. ყველაფერი ეს ჩვენში ხდება ღმრთის მადლითა და ლოცვის მეშვეობით. ღმრთის მადლს შინაგანად ვხედავთ და იგი შეიცნობა გონების გრძნობით, მხოლოდ ლოცვის ჟამს
სიმდაბლე - ეს ლიტონი სიტყვები როდია, როცა ჩვენ ვამბობთ: მე ცოდვილი ვარ... და ამისი მსგავსი. სიმდაბლე ჭეშმარიტებაა. რომ ადამიანმა შეიცნოს, რომ იგი არარაა. "არარა" ისაა, რაც არაფერი იყო მანამ, სანამ ღმერთი ყველაფერს შექმნიდა. ა...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე - ეს ლიტონი სიტყვები როდია, როცა ჩვენ ვამბობთ: მე ცოდვილი ვარ... და ამისი მსგავსი. სიმდაბლე ჭეშმარიტებაა. რომ ადამიანმა შეიცნოს, რომ იგი არარაა. "არარა" ისაა, რაც არაფერი იყო მანამ, სანამ ღმერთი ყველაფერს შექმნიდა.ამრიგად, ეს "არარა" ვართ ჩვენ. შენი ძირი, შენი არსება იწყება "არარადან", შენი დედა თიხაა, შენი შემოქმედი კი - ღმერთი. რა გვაქვს ისეთი, რაც არ გვებოძა? და თუ მიიღე, რას იქადი ისე, თითქოს არ მიგეღოს?