ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია...
იხილეთ სრულად
ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ.
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე და...
იხილეთ სრულად
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირსპირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღდე: „არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამდე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე“. და ანაზდეულად ასპა...
ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც კი არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც კი არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და ამ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: „განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?“ და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკ...
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან ...
იხილეთ სრულად
ადამიანი შეიძლება აღძრას მეორე უარესმა ადამიანმა, უფრო სწორად კი, მასაც განსაცდელი უბიძგებს, რომ შეგაშფოთოს და აგამღვრიოს. თუმცაღა ღმერთი აძლევს მას ამის ნებას, რათა შენ დღითიდღე მეტად გამოცდილი გახდე და უვნებობას მიაღწიო. რადგან როცა შენ ემზადები და ელოდები მას, მაშინ არ შფოთავ, არ ღელავ, წონასწორობას არ კარგავ.
ბედნიერი არიან ისინი, ვინც მიეახლა საღმრთო ნათელს, შევიდა მასში, შეუერთდა მას და თავადაც სინათლედ იქცა, რადგან მათ სრულად შემოიძარცვეს ცოდვით შებილწული სამოსი და უკვე აღარ მოუწევთ ცხარე ცრემლებით ტირილი.
როდესაც ღმერთი ამ სოფლიდან გამოიყვანს მონაზვნობისათვის მოსულს და მოიყვანს უდაბნოში, მაშინვე როდი უჩვენებს მას მის საკუთარ ვნებებსა თუ განსაცდელს, არ ანახებს, ვიდრე მონაზონი არ გახდება და ვიდრე ქრისტე არ შეკრავს მას თავისი შიშით. დ...
იხილეთ სრულად
როდესაც ღმერთი ამ სოფლიდან გამოიყვანს მონაზვნობისათვის მოსულს და მოიყვანს უდაბნოში, მაშინვე როდი უჩვენებს მას მის საკუთარ ვნებებსა თუ განსაცდელს, არ ანახებს, ვიდრე მონაზონი არ გახდება და ვიდრე ქრისტე არ შეკრავს მას თავისი შიშით. და მაშინ იწყება გამოცდა, ღვაწლი და ბრძოლა. და თუკი ის, ვინც უნდა გამოიცადოს, დასაწყისშივე აიძულებს თავს და თავისი შებრძოლებებით ღვაწლის სანთლის ანთებას მოასწრებს. იგი არ ჩაუქრება მაშინ, როცა მადლი განეშორება, როცა განსაცდ...
მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მ...
იხილეთ სრულად
მონაზვნის ცხოვრება განუწყვეტელი მოწამეობაა. ტკბილი იესო ტანჯვათა შორის შეიცნობა. და როგორც კი იპოვი მას, მყისვე გასაჭირს გთავაზობს. მისი სიყვარული ტანჯვათა შორისაა. მცირეოდენ თაფლს გიჩვენებს, მის ქვეშ კი ნაღველის მთელი საწყობია. მადლის თაფლი წინ უძღვის, უკან კი განსაცდელთა ნაღველი მოსდევს.
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ...
იხილეთ სრულად
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.
ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვ...
დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან...
იხილეთ სრულად
დიდი სიმძიმე და ღვაწლია მონაზვნურ ცხოვრებაში და მოსულს უდიდესი სიფრთხილე და ბუნების მუდმივი იძულება მართებს. და რომ მხნეობამ სიცოცხლის ბოლომდე არ მიატოვოს, ყურადღება რომ არ მოადუნოს. რადგან სხვაგვარად მყის ეცემა და იღუპება. რადგან სისხლისმსმელი და ვერაგი ეშმაკები ფხიზლობენ და შესაფერის დროს ელიან. ასე რომ, დაე ღმერთმა განგვანათლოს და დაგვიფაროს.