ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები
ეშმაკი - ციტატები, გამონათქვამები ეშმაკი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულ... იხილეთ სრულად
თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეე... იხილეთ სრულად
დემონს თავისი მსგავსი დემონისა არ შურს, არც - სხვა ეშმაკისა; შენ კი, ადამიანო, გშურს ადამიანისა, მაშინვე თანატომელისა და თანამოძმის წინააღმდეგ აღმდგარხარ, რასაც არ აკეთებს ეშმაკიც! რა შენდობა გექნება, არცა - რა გამართლება!
ამპარტავნება მანკიერებათა დედაა, რომლისგანაც ეშმაკი დაეცა, რომელიც ადრე ასეთი არ იყო
თუ სატანას იმდენი ძალა ჰქონდა, რომ ცოდვაში ჩავეგდეთ, მაშინ იესო ქრისტეს - ჩვენს შემოქმედს, მით უფრო შეეძლება, ჩვენი გამოხსნა ამ ცოდვებიდან! შენ მხოლოდ სცადე, გადაწყვიტე ცოდვათა დაჯაბნვა - ღვთის შეწევნით და დაინახავ, რა ადვილია ეს ... იხილეთ სრულად
როგორც ძაღლი იმ კეტის დანახვაზე, რომელიც ოდესღაც მოხვდა, შორს გარბის მისგან, ასევე ეშმაკსაც ქრისტეს ჯვრის დანახვაზე, რომლითაც შეიმუსრა მისი ძალა, ეშინია, თრთის და გარბის მორწმუნეთაგან.
ქრისტემ თავისი ძალით სატანაზე გაიმარჯვა; ჩვენც იესოს ძალითა და სახელით უნდა დავამარცხოთ იგი.
როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე, ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით