მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მწუხარება ცოდვებისა და მათი ეპიტიმიისგან ათავისუფლებს იმ ადამიანს, რომელიც სიხარულითა და შეგნებით ითმენს. სულიერი ხასიათიც ყალიბდება: ადამიანი მოწყალე, თავმდაბალი და მშვიდი ხდება.
შვილო, ყველაფერი მოითმინე, მწუხარებით განიწმინდე. მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ხანმოკლე დროით განგსწავლის, რათა საუკუნოდ განგისვენოს!
ილოცე, მოითმინე უფლის იმედით და შეაგონე საკუთარ თავს: „ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას" (ფსალმ. 33, 8).
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
მოთმინება და იმედი დაიმარხე გულის სიღრმეში და მათი საშუალებით ყველა წინაღობას გაუმკლავდები.
არ არის საჭირო და არც გვარგებს, რომ უფლისმიერი სწავლების დროს გულისწყრომამ მოგვიცვას. ადამიანის სულისთვის სასარგებლოა სულთა და ხორცთა მკურნალის მორჩილება.
შვილო, ბევრი რამ გვაჭირვებს, მაგრამ ნეტარია ის, ვინც ამ ცხოვრების მწუხარებას მოთმინებით და მადლობით იტანს. დიახ, მოვალენი ვართ, ვმადლობდეთ ღმერთს, რომელიც მწუხარების მეშვეობით ჩვენს უკვდავ სულს საუკუნოდ ცათა სასუფევლის მემკვიდრედ ... იხილეთ სრულად
შვილო, ყველაფერი მოითმინე, რადგან თითოეულისთვის გვირგვინი უხილავად იწვნება. ზამთარი მკაცრია, სამოთხე კი – ტკბილი. დაითმინეთ განსაცდელების ყინვა, რომ ზეცაში იმხიარულოთ.