126. ვალდებულნი ვართ, რომ სულის სამნაწილედობას მართებულად აღვძრავდეთ თავისი ბუნების შესაბამისად, როგორადაც შეიქმნა იგი ღვთისგან, კერძოდ, „მრისხანებას“ – ჩვენი გარებანი ადამიანისა და გველის, სატანას, წინააღმდეგ, რადგან „განურისხდით...
იხილეთ სრულად
126. ვალდებულნი ვართ, რომ სულის სამნაწილედობას მართებულად აღვძრავდეთ თავისი ბუნების შესაბამისად, როგორადაც შეიქმნა იგი ღვთისგან, კერძოდ, „მრისხანებას“ – ჩვენი გარებანი ადამიანისა და გველის, სატანას, წინააღმდეგ, რადგან „განურისხდითო, – ამბობს, – ცოდვას“ (შდრ. ფს. 4.5), ესე იგი „განურისხდითო, – ამბობს, – საკუთრარ თავსა და ეშმაკს, რომ არა სცოდავდეთ ღვთისადმი“; მეორე მხრივ, „გულისთქმითობას“ უნდა აღვძრავდეთ ღვთისა და სათნოების მიმართ, ხოლო, მესამე მხრ...
ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადააადგილებს სხეულს, სული კი აგონი...
იხილეთ სრულად
ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადააადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს მას. უფალმა ადამიანის გადასარჩენად სინდისი ჩადო მასში. სული მეცნიერია, ყველაფერი იცის და გრძნობს რაც მას ეხება. არჩევს რა არის კარგი და რა არის ცუდი. ტყუილად კი არ არის, უცხო ვინმე რომ ჩაგივლის, ხან გიხარია, ხან შე...
უკვდავ სულს სამი თვისება აქვს: შიში ღვთისა, სინდისი და სწრაფვა ღვთისაკენ. რაც ცხოველებსა და ფრინველებს არ გააჩნიათ. უკვდავი სული არის სისხლში, მაგრამ მხოლოდ სისხლი არ არის
85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც, ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც...
იხილეთ სრულად
85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც, ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სული ფიქრებითაა შეპყრობილი, სხეულიც მასთან ერთად როდი ეძლევა ფიქრებს, არის რა იგი თავისთვის მარტოდშთენილი, ხოლო ფიქრებით შეპყრობილობა ვნებაა სულისა, ისევე როგორც უმეცრება, ამპარტავნება, ურწმუნოება, ანგარება, მძულვარება,...
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო. ჩვენც მთელი ზრუნვა სულს...
იხილეთ სრულად
ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, კირილე იერუსალიმელი, ამბროსი მედიოლანელი სიყრმიდან ვიდრე აღსასრულემდე ქალწულები იყვნენ, მთელი მათი ცხოვრება სულისათვის და არა ხორცისათვის ზრუნვა იყო.ჩვენც მთელი ზრუნვა სულს უნდა დავუთმოთ, ხორცი კი მოვამაგროთ მხოლოდ იმისათვის, რომ იგი სულის განმტკიცებას შეეწეოდეს
ყოველი ჩვენი ზრუნვა სულისათვის უნდა იყოს მიმართული, ხორცი კი მხოლოდ იმისათვის მოვამაგროთ, რომ იგი სულის განმტკიცებას შეეწეოდეს. თუ თვითნებურად დავაძაბუნებთ ხორცს იქამდე, რომ სულიც მოუძლურდეს, ასეთი საქციელი უგუნურება იქნება, თუნდა...
იხილეთ სრულად
ყოველი ჩვენი ზრუნვა სულისათვის უნდა იყოს მიმართული, ხორცი კი მხოლოდ იმისათვის მოვამაგროთ, რომ იგი სულის განმტკიცებას შეეწეოდეს. თუ თვითნებურად დავაძაბუნებთ ხორცს იქამდე, რომ სულიც მოუძლურდეს, ასეთი საქციელი უგუნურება იქნება, თუნდაც ეს სათნოების მოსახვეჭად კეთდებოდეს
როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს, ამიტომ როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კ...
იხილეთ სრულად
როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს, ამიტომ როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კეთილი მცველი მოგვევლინა უფლისაგან, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.