ადამიანს უკვდავების თუ სწამს, მისთვის ეს სიკეთის მომტანია. ბოროტებით აღვსილი სული ეჭვიანია და შემთხვევითობასაა მინდობილი. მაგრამ გულის სიღრმეში ურწმუნოების და უმეცრების საფარქვეშ, იგი მცირე, ნახევრად ჩაბნელებულ სავანეს სათუთად ინა...
იხილეთ სრულად
ადამიანს უკვდავების თუ სწამს, მისთვის ეს სიკეთის მომტანია. ბოროტებით აღვსილი სული ეჭვიანია და შემთხვევითობასაა მინდობილი. მაგრამ გულის სიღრმეში ურწმუნოების და უმეცრების საფარქვეშ, იგი მცირე, ნახევრად ჩაბნელებულ სავანეს სათუთად ინახავს. აქ სინათლის სხივი ვერ აღწევს, თუმცა ამ სავანეს ბნელი სავსებით ვერ მოიცავს, რადგან მასში მომავალი ცხოვრების იმედი სუფევს.
ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში...
იხილეთ სრულად
ზოგიერთნი ამბობენ: თუ ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს, ვირწმუნებთ. ასეთი რწმენა დაგვიანებულია. ჩვენ გვმართებს, ვხედავდეთ ქრისტეს, როგორც ღმერთს - დამცირებულ, შეურაცხყოფილ, ნაგვემსა და აბუჩად აგდებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში. იმ მდუმარე, განსჯილ პყრობილში, რომელიც ჰურიებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს და ურცხვად დასცინოდნენ. აი რწმენა, რომელიც ზეცაში დაფასდება. ასეთი რწმენისათვის მისაგებელი აღდგომა და უკვდავებაა. ამ რწმენამ აღზარდა და ზეცად აღამაღლა...
ჩვენი რწმენა ხშირად გამოიცდება. უფრო ხშირად, ვიდრე ქარი შეარხევს ლერწამს. განსაცდელი გრიგალს ემსგავსება: სუსტ რწმენას იგი ძირფესვიანად აღმოფხვრის, ძლიერ რწმენას კი მეტად განამტკიცებს. განსაცდელი ცეცხლია, თივას რომ დაწვავს, ოქროს კ...
იხილეთ სრულად
ჩვენი რწმენა ხშირად გამოიცდება. უფრო ხშირად, ვიდრე ქარი შეარხევს ლერწამს. განსაცდელი გრიგალს ემსგავსება: სუსტ რწმენას იგი ძირფესვიანად აღმოფხვრის, ძლიერ რწმენას კი მეტად განამტკიცებს. განსაცდელი ცეცხლია, თივას რომ დაწვავს, ოქროს კი განწმენდს.
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელო...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელობას სნეულება შეცვლის, სიმდიდრეს სიღატაკე, როცა დიდებას პატივი აეყრება, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამსოფლიურ, ხრწნად სულზე და ვძლიოთ სასოწარკვეთილებას. თუ არა უძლეველი რწმენით, რომელიც გვასწავლის ქრისტეს სასუფევლის უცილობელ ჭ...
ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ; ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიეს.
ჭეშმარიტ რწმენას ვერ შეარყევს ეროვნულ სულს მოწყვეტილ უბადრუკთა ამაო დაპირებანი, უცხოეთში რომ გაემგზავრნენ, რათა სულიერად დაცლილთაგან სულიერება ეყიდათ. მათ შეიძინეს სული, ოღონდ მკვდარი. ნუთუ ცოცხალი მკვდრისაგან იძლევა? - ცხადია არა...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ რწმენას ვერ შეარყევს ეროვნულ სულს მოწყვეტილ უბადრუკთა ამაო დაპირებანი, უცხოეთში რომ გაემგზავრნენ, რათა სულიერად დაცლილთაგან სულიერება ეყიდათ. მათ შეიძინეს სული, ოღონდ მკვდარი. ნუთუ ცოცხალი მკვდრისაგან იძლევა? - ცხადია არა.
არსებობს სამი რამ, რაზეც აჩქარებით არ უნდა იმსჯელო: ღმერთზე, ვიდრე რწმენაში არ განმტკიცდები; სხვის ცოდვებზე, ვიდრე საკუთარს არ გაიხსენებ; ხვალინდელ დღეზე, ვიდრე განთიადს არ იხილავ.
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ...
იხილეთ სრულად
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავშვად გვაქციოს? - მხოლოდ ქრისტეს, სხვას არავის. პირადი მაგალითით, მოძღვრებით და სულიწმიდის მადლით მას ძალუძს ბავშვობაში დაგვაბრუნოს, ხელმეორედ გვშვას.