ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ...
იხილეთ სრულად
შენს პირველ წერილში მწერ, რომ დავით მეფსალმუნე ამბობს: „არა ვსცე შერყევაი მართალსა“ (ფსალმ. 54, 22). აქ იგულისხმება ქარიშხალი, რომელიც მართალს სავალალო შედეგს კი არ მოუტანს, არამედ ეს იქნება სიყვარულით გამოცდა, რომ მართალმა მხსნელ ნაპირს მშვიდობით მიაღწიოს და კეთილი აღსასრული ჰქონდეს. მართალთა სულები ამ ღვთაებრივ ქარიშხალში არა მხოლოდ გადარჩებიან, არამედ სრულყოფილებიც გახდებიან. ეს ქარიშხლები რომ არა, ვერავინ ცხონდებოდა.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ...
იხილეთ სრულად
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა თავის ბოროტ ხრიკებს ოსტატურად და ცოდნით იყენებს. ამ გზით საკმაოდ ბევრი ჰყავს წარწყმედილი; მაგრამ ჩვენ გამოცდილებით ვცნობთ მის მახეებს. თავიდან გზას სირთულე ახლავს, შემდეგ კი მას შვება, სიხარული და ცხონების დიდი სასოება ე...
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმა...
იხილეთ სრულად
წმინდა მამები გვყავს, რომლებმაც მოღვაწეობის პირველ წლებში სულიერი გულგრილობა, საშინელი იმედგაცრუება და სხვა გამანადგურებელი განსაცდელები გაიარეს. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეს მოთმინება, თავს აიძულებდნენ და რამდენიც დაითმინეს, მადლმაც იმდენად მოიხილა ისინი.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სი...
იხილეთ სრულად
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.