"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩ...
იხილეთ სრულად
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო ის შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გადიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხნა ეკალი, "რა...
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა;...
იხილეთ სრულად
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი.
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ...
იხილეთ სრულად
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგე...
შენც, ძმაო ჩემო, როდესაც ემზადები აღსარების თქმასა, ეცადე და შეიტყვე, რა ნაკლულევანება გაქვს შენ და რა ვნება გჭირს, რომლისაგან წარმოსდგებიან თვითეულნი შენნი ცოდვანი. ვგონებ, ან თითონ შენ გინახავს, ან გაგიგონია, რომელ ოდესცა მიწის ...
იხილეთ სრულად
შენც, ძმაო ჩემო, როდესაც ემზადები აღსარების თქმასა, ეცადე და შეიტყვე, რა ნაკლულევანება გაქვს შენ და რა ვნება გჭირს, რომლისაგან წარმოსდგებიან თვითეულნი შენნი ცოდვანი. ვგონებ, ან თითონ შენ გინახავს, ან გაგიგონია, რომელ ოდესცა მიწის მუშაკი სწმენდს თვისსა ყანობირსა ცუდთა და მავნებელთა ბალახთაგან, მაშინ იგი ცდილობს, რომ ფესვიანად ამოგლიჯოს იგინი მიწისაგან, და თუ მხოლოდ ზეითგან მოსჭრა იგინი და ფესვები კი მიწაში დასტოვა, კვალადვე აღმოცენდებიან იგინი და ...
ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის აღსარებასა, იგი ვერ მიიღებს მისგან დიდსა სულიერსა სარგებლობასა. აღსარებასა, ძმანო, დიდი მომზადება უნდა. ჩვენ ყოველნი ისრე ვფიქრობთ და ის ჩვეულება გვაქვს, რომელ აღსარების მქონებელმან მხოლოდ უნდ...
იხილეთ სრულად
ვინც განუზრახველად და სიჩქარით იტყვის აღსარებასა, იგი ვერ მიიღებს მისგან დიდსა სულიერსა სარგებლობასა. აღსარებასა, ძმანო, დიდი მომზადება უნდა. ჩვენ ყოველნი ისრე ვფიქრობთ და ის ჩვეულება გვაქვს, რომელ აღსარების მქონებელმან მხოლოდ უნდა დაიმახსოვროს, რაც ცოდვა უქმნია, მერმეთ მივიდეს და უთხრას მღვდელსა და მიიღოს მისგან შენდობა, ეს საკმაო არა არის, ძმანო ჩემნო! აქ უმთავრესი საქმე ის არის, რომ შენ ეცადო და შეიტყო შინაგანი შენი მდგომარეობა; არა თუ მხოლოდ ...
მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საც...
იხილეთ სრულად
მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან ...
138. მრავალრიცხოვან პირუტყვულ გულისზრახვათაგან შეჭირვებულნი შემსუბუქებას და სიხარულს ვპოვებთ, რაჟამს ჭეშმარიტად და პირუთვნელად გავკიცხავთ ჩვენს თავს ანთუ რაჟამს ყოველივეს მივუთხრობთ უფალს ვით ადამიანს, და უთუოდ ყოვლითურთ ვპოვებთ შ...
იხილეთ სრულად
138. მრავალრიცხოვან პირუტყვულ გულისზრახვათაგან შეჭირვებულნი შემსუბუქებას და სიხარულს ვპოვებთ, რაჟამს ჭეშმარიტად და პირუთვნელად გავკიცხავთ ჩვენს თავს ანთუ რაჟამს ყოველივეს მივუთხრობთ უფალს ვით ადამიანს, და უთუოდ ყოვლითურთ ვპოვებთ შვებას ამ ორივესგან.
136. ვინაიდან ადამიანთა მიმართ არაბუნებრივად აღძრული მრისხანება, ისევე როგორც არაღვთისეული მწუხარება და მოწყინება მსგავსადვე გახრწნის კეთილ და ცოდნისმიერ გულისზრახვებს, რომლებსაც აღსარების ჟამს განყრის უფალი და სიხარულს შთაგვინერგ...
იხილეთ სრულად
136. ვინაიდან ადამიანთა მიმართ არაბუნებრივად აღძრული მრისხანება, ისევე როგორც არაღვთისეული მწუხარება და მოწყინება მსგავსადვე გახრწნის კეთილ და ცოდნისმიერ გულისზრახვებს, რომლებსაც აღსარების ჟამს განყრის უფალი და სიხარულს შთაგვინერგავს.
135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც – დავითმა: „გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ“ (შდრ. ფს. 141.3; ფს. 61.3) და ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს“, რადგან ა...
იხილეთ სრულად
135. შეჭირვებებში, სასოწარკვეთასა და უიმედობაში ჩავარდნილებს გვმართებს ის ვაკეთოთ, რაც – დავითმა: „გავფინოთ ჩვენი გული ღვთის მიმართ“ (შდრ. ფს. 141.3; ფს. 61.3) და ჩვენი ვედრება და შეჭირვება, როგორც წესი, მივუთხროთ უფალს“, რადგან აღსარებას ვეუბნებით ღმერთს, როგორც შემძლეს იმისას, რომ ბრძნულად განაგოს ჩვენი საქმენი, თანაც, თუ გვარგებს, შეჭირვება გაგვიადვილოს და გამოგვიხსნას დამღუპველი და გამხრწნელი მწუხარებისგან.