ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ყველა ერთსა და იმავე ვითარებას ვექვემდებარებით. მოყვასი - დღეს, შენ კი - ხვალ შეძლებ იმავეს გაკეთებას, თუ საქმით არა, - სიტყვით ან აზრით.
როდესაც ამბა აღათონი რაიმე საქმეს ხედავდა და ზრახვა მას განკითხვისკენ უბიძგებდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა: "აღათონ! ნუ გააკეთებ თვითონაც იმავეს!" და ზრახვა წყნარდებოდა.
მოყვასის განმკითხველი, როგორც საკუთარ თავში თავმდაბლობისა და თავისი თავისადმი სიფხიზლის გრძნობას მოკლებული, უწინარეს ყოვლისა, თვითონ შეიძლება ჩავარდეს იმ ცოდვებში, რომლების გამოც სხვებს განიკითხავს.
აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის.
ნურავის განიკითხავ, თუნდაც მან შენს თვალწინ საშინლად შესცოდოს. გახსოვდეს, რომ თუ მადლი დაგტოვებს, შესაძლოა, ყველას გადააჭარბო ცოდვებით.
ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწევნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია.
როდესაც დაინახავ შემცოდე მოყვასს, უფალს ნეტარი ავგუსტინესავით შეჰღაღადე: "ო, ღმერთო! შენ რომ მიმატოვო, მე მასზე მეტად შევცოდავ!"