სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

3. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია. ტანჯვათა მოშიში ვნებათაგან თავს იკავებს. ვნებათაგან თავშეკავებული მოთმინებით იტანს განსაცდელს. განსაცდელთა დამთმენი უფლის მსასოებელი ხდება. უფლის სასოება გონებას ყოველგვარ მიწიერ ვნებათაგან განათავისულფებს. ყველაფრისაგან თავისუფალი გონება ღვთის სიყვარულით იმსჭვალება. უფლის მორწმუნეს ჯოჯოხეთის ტანჯვის ეშინია.

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის

როგორ ვუყუროთ ღვთის ნაბოძვარს?
ყველამ უყურეთ საკუთარ თავს: რა გიბოძათ უფალმა და ის განამრავლეთ. მაგრამ ხსნის არსი ერთია: სიყვარული უფლისა და მოყვასისა.
ყველამ უყურეთ საკუთარ თავს: რა გიბოძათ უფალმა

როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს. როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში

მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელიცაა. ჩვენ გვიყვარს ღმერთი იმდენად, რამდენადაც გვიყვარს მოყვასი. ამასთან მოყვასისადმი სიყვარულსაც აქვს თავისი საზომი: ეს არის ჩვენივე თავი; რაც ნიშნავს იმას, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ მისთვის გვემეტებოდეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის გვინდა; მას უნდა მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რომ სხვანი გვექცეოდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი

იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი სიყვარული ხალხისა, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ეს არის სიყვარული შენს გვერდით მდგომი გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანისა, რომელსაც შენი თანადგომა სჭირდება. იესო ქრისტესმიერი სიყვარული არ არის ზოგადი

გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას. გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის

მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39).
აქ ნათლად ჩანს, რომ ადამიანის სწრაფვა უპირველესად მიმართული უნდა იყოს ღვთისადმი, როგორც უმაღლესი სიკეთისა და სიყვარულის წყაროს სათავისადმი. ღმერთს უნდა ვეკუთვნოდეთ მთელი არსებით, სრულად, განუყოფლად, მაშინ ვპოვებთ მასში ულევ მადლს, სრულ სიმართლეს, ჭეშმარიტ მშვენიერებას; ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას. მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის

ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან სიახლოვეს, რადგანაც ეკლესია სხეულია მაცხოვრისა, სიცოცხლეა ჩვენთვის ჯვარცმული უფლისა. საწყისი მისი, აზრი, მიზანი და დანიშნულება ქრისტესადმი სიყვარულია და ამ სიყვარულთან მრევლის ზიარება. ქრისტესთან ყოფნა გულისხმობს ეკლესიასთან

სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ. სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2