დაიცავით თქვენი შინაგანი სამყარო ვნებათა დუღილისაგან... ნელ-ნელა განიწმინდეთ სულიერი ატმოსფერო. რაც უფრო ხშირად ივლით ტაძარში, მით უფრო მეტად დაეხმარებით თქვენს სულს. ყველაზე ძალიან დაიცავით თავი ავხორცული ტკბობისაგან, მას ებ...
იხილეთ სრულად
დაიცავით თქვენი შინაგანი სამყარო ვნებათა დუღილისაგან... ნელ-ნელა განიწმინდეთ სულიერი ატმოსფერო. რაც უფრო ხშირად ივლით ტაძარში, მით უფრო მეტად დაეხმარებით თქვენს სულს.ყველაზე ძალიან დაიცავით თავი ავხორცული ტკბობისაგან, მას ებრძოლეთ, როგორც მთავარ მტერს. ღმერთმა დაგლოცოთ. [გვ. 89]
გულისთქმანი უნდა განდევნოთ, არ გააჩეროთ ისინი ნებით. როგორც კი გაჩნდებიან თანაგრძნობა ან ტკბობა - ჩაახშე მთელი ძალებით... ეს არის შინაგანი ბრძოლის თავიდათავი. როგორ? მთელი ყურადღებით ჩაეშვით გულში, დადექით იქ უფლის წინაშე და არ შე...
იხილეთ სრულად
გულისთქმანი უნდა განდევნოთ, არ გააჩეროთ ისინი ნებით. როგორც კი გაჩნდებიან თანაგრძნობა ან ტკბობა - ჩაახშე მთელი ძალებით... ეს არის შინაგანი ბრძოლის თავიდათავი. როგორ? მთელი ყურადღებით ჩაეშვით გულში, დადექით იქ უფლის წინაშე და არ შეუშვათ არავითარი ცოდვა. ეს არის შინაგანი ბრძოლის მთავარი საქმე.
გულისთქმანი არ არიან ცოდვიანი, თუ ადამიანი თვითონ არ აღძრავს მათ, ან თუ უნებლიედ აღძრულებს არ აჩერებს თანაგრძნობით, მათ ახლავს მხოლოდ გარკვეული ცოდვიანი უწმინდურება. მაგრამ, როდესაც მას დაერთვის თანაგრძნობა, ტკბობა, ავხორცული სიამ...
იხილეთ სრულად
გულისთქმანი არ არიან ცოდვიანი, თუ ადამიანი თვითონ არ აღძრავს მათ, ან თუ უნებლიედ აღძრულებს არ აჩერებს თანაგრძნობით, მათ ახლავს მხოლოდ გარკვეული ცოდვიანი უწმინდურება. მაგრამ, როდესაც მას დაერთვის თანაგრძნობა, ტკბობა, ავხორცული სიამოვნება, რომელიც კი არ განიდევნება, არამედ სურვილით შეჩერდება, აქ უკვე შინაგანი ცოდვა ნახევრად ჩადენილია; ხოლო თუ შენში არ შეაჩერებ ვნებას და კიდევ უფრო აღაგზნებ მას, მაშინ სული უკვე მთლიანად აღმოჩნდება ცოდვის მორევში [გვ...
როდესაც შევწყვეტთ ცოდვის ჩადენას საქმით, ბრძოლა გადაინაცვლებს შიგნით, გულში. აქ მთავარია გულისთქმები; გულისთქმას მოყვება თანაგრძნობა; თანაგრძნობას სურვილი; შემდეგ ცოდვის ჩადენისაკენ განწყობა, დათანხმება, გადაწყვეტილების მიღება და....
იხილეთ სრულად
როდესაც შევწყვეტთ ცოდვის ჩადენას საქმით, ბრძოლა გადაინაცვლებს შიგნით, გულში. აქ მთავარია გულისთქმები; გულისთქმას მოყვება თანაგრძნობა; თანაგრძნობას სურვილი; შემდეგ ცოდვის ჩადენისაკენ განწყობა, დათანხმება, გადაწყვეტილების მიღება და... ასე ჩავდივართ შინაგან ცოდვას. [გვ. 88]