მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
სულით ნუ დავეცემით, როცა რაიმე უბედურება დაგვატყდება, რაც არ უნდა იყოს ის, ეს - მსწრაფლწარმავალი ღრუბელია. რა მწუხარებაც არ უნდა დაასახელო, მას მაინც თავისი დასასრული აქვს და უბედურებასაც საზღვარი აქვს.
შეშინებული ბავშვი დედის სარეცელისკენ გარბის. მის მსგავსად, ქრისტიანი, რომელიც მწუხარებებით არის დამარცხებული, ჩქარობს მადლის საფარველს შეეფაროს, რადგან მტკიცედ სწამს, რომ უწინ მიწიერი დედა დაივიწყებს თავის შვილს, ვიდრე მამაზეციერი... იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენზე რომ ზრუნავს, ამის ნიშანი ისაა, რომ უბედურებებითა და მწუხარებებით კურნავს ჩვენს ცოდვებს.
თუკი განგება ერთიმეორის მიყოლებით გიგზავნის მწარე ფიალას, ისე რომ შენი გული ღვთის გულმოწყალებაში ეჭვდება, მაშინ საკუთარ თავს უთხარი: "განა შეიძლება, როდესმე მზე იყოს უსხივოდ და სიყვარულის ღმერთი სრულიად უსიყვარულოდ?".
თუკი ყოვლადსახიერი გვიგზავნის ტანჯვას, მაშინ, რა თქმა უნდა, ტანჯვაშიც არის რაღაც სიკეთე.
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყ... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
ისე ვარეფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება.