მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
თუკი განგება ერთიმეორის მიყოლებით გიგზავნის მწარე ფიალას, ისე რომ შენი გული ღვთის გულმოწყალებაში ეჭვდება, მაშინ საკუთარ თავს უთხარი: "განა შეიძლება, როდესმე მზე იყოს უსხივოდ და სიყვარულის ღმერთი სრულიად უსიყვარულოდ?".
თუკი ყოვლადსახიერი გვიგზავნის ტანჯვას, მაშინ, რა თქმა უნდა, ტანჯვაშიც არის რაღაც სიკეთე.
უფალი ჩვენი - ყოვლისმცოდნეა: ამიტომ მას ესმის ყოველი ჩვენი ამოოხვრა, ხედავს ყოველ ჩვენს ცრემლს; ღმერთი ჩვენი - ყოვლისშემძლეა: ამიტომ, მას შეუძლია, დაგვიხსნას ყოველგვარი მტრისგან, თვით სიკვდილის ბრჭყალებისგანაც კი; ღმერთი ჩვენი - ყ... იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
ისე ვარეფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისგან დათრგუნულ გულს, როგორც - ღმერთის გახსენება.
თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება.
მწუხარებაში ნუგეშისცემას იესო ქრისტეში უნდა ვეძებდეთ; სხვაგვარად ამაოდ დავუწყებთ ძებნას ნუგეშს
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო... იხილეთ სრულად