მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, რომ შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება ვისწავლოთ. ეს ღვთიური თვისებებია.
ჩვენი მაგალითი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, მისი ყოვლადწმიდა სული ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა; ამიტომ ღაღადებს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).
ვიღვაწოთ. ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად ჩვენი სულები მოთმინების სალესზე ავლესოთ
რაკი ქრისტე მაცხოვარს ანგელოზებრივი მოქალაქეობის ერთგულებით შეუდექით, უდიდეს მოვალეობად გეკისრებათ მწუხარებათა დათმენა, განურჩევლად მიზეზისა – ბუნება იქნება თუ მცონარობა, ცოდვები თუ ადამიანები
მრავალ სულს უნდა შეებრძოლო. ამათგან ყველაზე დიდი სიძვის სულია, რომელიც ანძას ცამდე აღმართავს, უფსკრულში კი იძირება. შენ მარხულობ, ძილს იკლებ, ღაღადებ, უფალს მოუხმობ, ტირი, გტკივა, ის კი სატანის შემწეობით წამითაც არ ცხრება, არამედ ... იხილეთ სრულად
თუ მოეწონება ის, რაც გინდა და რაზეც ოცნებობ, ყველა შემთხვევაში მოხდება, მაგრამ საჭიროა მთელი სულით ლოცვა და მოთმინებით ლოდინი.