სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არ... იხილეთ სრულად
სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
როგორ სჭირდება ქვეყნიერებას ისინი, ვისაც თავისთვის არაფერი სჭირდება
გზა კაცობრიობის პროგრესისაკენ - ეს მდიდრის თავის გაწირვაა უპოვართათვის; მეცნიერის - უმეცრთათვის; დიდებულისა - დაკნინებულთათვის; ცალკეული პიროვნებისა - მთელი საზოგადოებისათვის.
იქ, სადაც ცოდვილი სიყვარულით და გულთბილი დამოკიდებულებით შეიძლება გამოსწორდეს, გაკიცხვა და სასჯელი უადგილოა.
სადაც სიყვარული მეფობს, იქ მცნებები ზედმეტია, თხოვნაც საკმარისია. მოყვარული გულისთვის თხოვნა მცნებაზე უპირატესია.
ყველა ადამიანური სიკეთე უფლისადმი ან ადამიანისადმი სიყვარულში იღებს დასაბამს. ამ ღვთაებრივ მცნებას უფრო მეტად რომ ჩავუღრმავდეთ, შესაძლოა დაბეჯითებით ითქვას, რომ ცა და მიწა, მთელი სამყარო, მატერიალური და ანგელოზებრივი, მასზეა დამყა... იხილეთ სრულად
მონაზვნური ღვაწლის საბოლოო მიზანი სიყვარულია. სიყვარული უფლისა და ადამიანთა მიმართ.