სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ბრძოლა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ბრძოლა, გამონათქვამები, ციტატები
700. ზოგჯერ, როდესაც ვინმეს ვესაუბრები, გონება იმდენად მებნევა, რომ მეჩვენება, თითქოს საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი და მავიწყდება რაზე ვსაუბრობ და ეს არა სხვა რამეზე გონების გადართვის, არამედ გონებაარეულობის გამო მემართება. რას ნიშნავს ეს ჩემო მამაო და რა ვიღონო? ძალიან მაწუხებს ეს იხილეთ სრულად
540. როგორ მოვიქცე, ჩემო მამაო, ბრძოლები მოსვენებას არ მაძლევენ და აზრები უფრო და უფრო მიჯანყდებიან. მითხარი რა არის იმის ნიშანი, რომ ღმერთს ვსასოებ და რა - ცოდვების შენდობის ნიშანი? როგორ ვიჯდე ღვთისნიერად სენაკში?
509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს
493. აბბა, შემიწყალე ღვთის გულისათვის. როდესაც მარტო ვარ და ვისვენებ, ოცნებები მიჯანყდებიან, თითქოს ვიღაც მესხმის თავს და სულიერად ცუდად ვხდები; ეს ძილის დროსაც გრძელდება და ვეღარ ვისვენებ. ამასთან, რადგან ბუნებით მშიშარა ვარ, ბრძოლა მიმძაფრდება და ვეღარ ვიძინებ. თუ ცოტა ხნით ჩამეძინა, და ისიც შფოთითა და შიშით, სხეული ისე მიუძლურდება, რომ განძრევა აღარ შემიძლია. მაგრამ, მეუფეო, ისე მომექეცი, როგორც შენ იცი, რომ ჩემთვის სასარგებლოა; ჩემო კეთილო მამაო! შემინდე მე ცოდვილს და ფრიად დატანჯულს იხილეთ სრულად
458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს
ნუ შეშფოთდები განსაცდელთა ჟამს. ვინც ბრძოლაში გვაგზავნის, ის ძალასაც მოგვცემს გამარჯვებისთვის.
განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს; ბრძოლის გარეშე არაა გამარჯვება, გამარჯვების გარეშე არაა სამაგიერო (2 ტიმ. 2, 5).
საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს.
მტერთან ბრძოლის გარეშე სათნოება ჭკნება. მხოლოდ მაშინ ჩანს იგი, როცა მის ძალას მოთმინება გვიჩვენებს.
წმიდანებმა ისწავლეს ბრძოლა მტრების წინააღმდეგ; მათ იცოდნენ, რომ მტერი მოქმედებს მოტყუებით, ზრახვების საშუალებით. ამიტომაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიუღიათ ზრახვები. ზრახვა თავდაპირველად მოდის არც თუ ისე ცუდი ხმით, მაგრამ შე... იხილეთ სრულად