ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანი - ციტატები, გამონათქვამები ადამიანი, გამონათქვამები, ციტატები
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან
უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ის ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო
იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე
სახიერმა ღმერთმა შექმნა ანგელოზები, მაგრამ მათგან ზოგიერთები ამპარტავნების გამო დემონებად იქცნენ. შემდეგ ღმერთმა ადამიანი შექმნა, რათა ანგელოზთა რიგი შეევსო, დემონებს კი დროებით გარკვეული თავისუფლება მიანიჭა, რათა ისინი თავიანთი ბ... იხილეთ სრულად
რა არის კაცი, რომ იხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი – წვრილ... იხილეთ სრულად