სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბორო... იხილეთ სრულად
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).
კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმა... იხილეთ სრულად
კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა რასა... იხილეთ სრულად
მართალი უთქვამს ვინცა სთქვა, რომ ორნაირი სათნოებაა ქვეყანაზე ადამიანის ღირსების აღმნიშვნელი: ერთი უქმი, რომელსაც მოსდევს არა ქმნა ბოროტისა, მეორე მოქმედი, რომელსაც მოსდევს ქმნა კეთილისა. პირველი მაგდენი ვერაფერი ღვაწლია, - სადიდებ... იხილეთ სრულად
ბოროტის უქმნელობა კი არ იზიდავს, კი არ გამსჭვალავს ადამიანის გულს, არამედ ქმნა მადლისა, მარტო მადლის-მყოფელის წინაშე ადამიანი უნებლიეთ იხრის თავს, იყრის მუხლსა და განცვიფრებული მეტყველებს სიტყვით თუ უსიტყვოდ ქებასა და დიდებასა. ეგ... იხილეთ სრულად
არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს.
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდ... იხილეთ სრულად
ვისაც სიმდაბლე აქვს, მას ამასთანავე სიკეთე და საღვთო განათლება გააჩნია და მთელი თავისი სულიერი გზის მანძილზე მზაკვრის წინააღმდეგობები ვეღარ აბრკოლებენ.