აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
153. თუ გსურს ღმერთს უძღვნა განუკიცხველი აღსარება, ნუ გაიხსენებ შეცოდებებს წარმოდგენითად, არამედ ახოვნად დაითმინე მათი მოძალებანი (იგულისხმება ჩადენილ ცოდვათა მოხსენიებისას, აღსარების ჟამს, ამ ცოდვათა სახეობრივად, სურათებში გაცოცხ... იხილეთ სრულად
152. როდესაც გონება თავისი თავის უარყოფის გზით მოიპოვებს ურყევ სასოებას, მაშინ მტერი, თითქოსდა აღსარების საბაბით, წარმოუსახავს მას წარსულ უკეთურებებს, რომ ღვთის მადლით დავიწყებული ცოდვები კვლავ გააღვივოს და ფარულად ავნოს ადამიანს,... იხილეთ სრულად
ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება-ზიარების გზით
126. ნუ დატოვებ ცოდვას აღუხოცელს, თუნდაც რომ უმცირესი იყოს იგი, რათა შემდეგ უფრო დიდი ბოროტებებისკენ არ წაგითრიოს შენ.
52. გონებით უჩვენე შენი თავი უფალს, რადგან "ადამიანი პირისახეს ხედავს, ღმერთი კი გულს" (I მფ. 16.7).
ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება
სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი რამ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ეშმაკმა დაკარგოს უფლებები, ადამიანებმა საკუთარი ნებით რომ მიანიჭეს მას. ასეა: ადამიანები უფლებას აძლევენ ეშმაკს, ამის შედეგად კი ის მთელ ქვეყნიერე... იხილეთ სრულად
რადგან ჩვენ შევრყვენით ჩვენი გონება, ჩვენი გული და სხეული სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, აღარ გვაქვს კადნიერება. აღარ გვაქვს საქორწინე სამოსელი. ამიტომ უნდა განვიწმინდოთ: აღსარებით, ცრემლებით, სულის ტკივილით, და იმით, რაც ყოვე... იხილეთ სრულად
გინდა, ჩემო შვილო, გველის თავი შემუსრო? გულწრფელად თქვი შენი გულისსიტყვები აღსარებაზე. გულისსიტყვათა სიბოროტეშია ეშმაკის ძალა. ინახავ მათ? იმალებიან. დღის სინათლეზე გამოგაქვს? ქრებიან. და მაშინ უხარია ქრისტეს, წარემატება შინაგანი ... იხილეთ სრულად
არ მინახავს, რომ წარმატებულიყო სული, შინაგანი ლოცვით მლოცველი, დაფარულ გულისსიტყვათა წრფელად აღსარების გარეშე.