სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე...
იხილეთ სრულად
სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე 24, 22; საქმე მოც. 27, 24) - მაგრამ საქმით სრულად საწინააღმდეგო გამოდის.
ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ.
არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო.
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარე...
იხილეთ სრულად
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარება, ! აი, როგორი გრძნობით იღებს ქრისტეს მიმდევარი სოფლისგან მიყენებულ ვნებებს!