სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ, ადამიანებს შორისაც არ არის იმდენად საძაგელი ის, ვინც სიყვარულსა და პატივისცემას არ გვიჩვენებს, რამდენადაც ის, ვინც საძულველს სიყვარულს უჩვენებს ანდა საძაგელს საპატიოსავით ექცევა: ასევე განა არ იქნება, ყოვლისმჭვრეტელი ღვთის წ... იხილეთ სრულად
სიძულვილი ანდა შური სათნოების ნიღაბქვეშ - იგივეა, რაც მწარე წყალი ოქროს ჭურჭელში.
ღატაკია ის მდიდარი, რომელიც ხრწნადი ვერცხლითა და ოქროთი მდიდრდება, მაგრამ სათნოებებით ღარიბდება.
რა სარგებელია გქონდეს ნივთებით სავსე სკივრები და სული მცონარობდეს სათნოებათაგან?
ფუტკრის მსგავსად ყველა ყვავილისგან გამოვსუტოთ თაფლი, ანუ დავინახოთ და აღმოვაჩინოთ მშვენიერი თვისებები მოყვასში და საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ მათი მიბაძვის სურვილი.
სათნოებებიცა და ნაკლოვანებებიც გონებას აბრმავებენ; პირველ შემთხვევაში ადამიანი მოყვასის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, მეორის დროს კი - სათნოებებს ვერ ხედავს.