განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს.
მოყვასის განკითხვის ჩვევა სულის საქმეა, რომელიც სულაც არ ზრუნავს თავის ცხონებაზე და სრულებით არ იცნობს საკუთარ თავს.
არაფერი ისე არ ააშკარავებს ჩვენს სულიერ უწმიდურებას და, ამასთან ერთად, ისე არაფერი მოწმობს ჩვენს უცოდინრობას საკუთარი სულიერი მდგომარეობისას, როგორც - მოყვასის განკითხვა.
ქრისტეს ჭეშმარიტმა მონებმა გამოცდილებით იციან, რა ძნელია ვნებებთან ბრძოლა და დიდი სურვილის მიუხედავად, რომ ბოროტება არ აღასრულონ, მაინც ვარდებიან ცოდვაში, ამიტომაც ისინი შემწყნარებელნი არიან სხვის მიმართ და მკაცრნი - მხოლოდ საკუთა... იხილეთ სრულად
ზნეობრივ ცხოვრებაში კარგად გამოცდილი ადამიანები ყოველ დროში ამჩნევდნენ ურთიერთმიმართების ერთსა და იმავე კანონს: ვინც საკუთარი თავის მიმართ მკაცრია, იგი შემწყნარებელია მოყვასის მიმართ; და ვინც შემწყნარებელია საკუთარი თავის მიმართ, ... იხილეთ სრულად
ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და არ დავცინებთ სხვებს, რადგან თვით ჩვენშიც არის ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც სხვებს დავცინით
ნუ ეცდები სხვისი საქმეების გარკვევას; შენშიც მრავლად მოიპოვება იგივე, რაშიც სხვაში ეჭვი გეპარება.
ნაკლოვანებები რომ არ გვქონოდა, სიამოვნებას აღარ ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც მათ სხვებში ვამჩნევთ.