რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება ცურვას ჰგავს უკიდეგანო ზღვაში, რომელიც ხან წყნარდება, ხან კი მღელვარებს; ხან მშვიდია, ხან კი შიშის მომგვრელი, თუ გვსურს, ნაპირს მშვიდობით მივაღწიოთ, უნდა შევიმოსოთ რწმენით, სასოებით, სიყვარულით და ვიქნებ... იხილეთ სრულად
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა.
ყოველი მორწმუნე თუ ურწმუნო ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, ურწმუნოს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უ... იხილეთ სრულად
ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი.