ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
უმჯობესია ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე - ბოროტმოქმედი.
გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას?! - დაუთმე ადამიანებს და წინააღმდეგობას ნუ გაუწევ მათ, ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი.
უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს
ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს - იგი ყოველ საათს კლებულობს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს მანამ, ვიდრე მზე ბრწყინვალებს.
ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს.
ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ; ამ წესის აღსრულება სიკეთეა. გაუკეთე სხვებს ის, რაც გინდა, რომ შენ გაგიკეთონ - ესაა სათნოება.
ცოტაა, თუ მოყვასს ბოროტებას არ უკეთებ; გაუკეთე მას სიკეთე, თორემ აყვავებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს დაემსგავსები.