უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები უფალი იესო ქრისტე, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტემ აღასრულა მორჩილება ვიდრე სიკვდილამდე, სიკვდილითა მით ჯვარისათა, რისთვისაც ზეციერმა მამამ აღამაღლა და უმაღლესი სახელი მიანიჭა – იესო, რომლის ხსენებაზეც ბნელეთის ძალები ძრწიან.
მორჩილების წიაღში სრული სიმდაბლე სუფევს. იქ კი, სადაც სიმდაბლეა, ქრისტეს, ღვთის სურნელებაა.
ზემოთ მივმართოთ მზერა, სადაც იესო მჯდომარეა მარჯვენით ღვთისა. დაე, მას უმზერდეს ჩვენი თვალები, რადგან მარადიული და დაუსრულებელი იქ არის და არა აქ, ქვემოთ, სადაც ყოველივე მიწა და მტვერია.
განა სხვას რას აკეთებენ გოგონები, როცა მშობლებს, დაძმებს ტოვებენ და თხოვდებიან? ასევე იქცევა ის, ვინც მონაზონი ხდება. მაშასადამე, მონაზვნობას შემდგარნი გათხოვილებზე აღმატებულ მსხვერპლს არ გაიღებენ, მხოლოდ ერთშია განსხვავება: პირვე... იხილეთ სრულად
ჰოი, დაუშრეტელო ოკეანევ, ჰოი, სიყვარულო ღვთისა, ვინ იგემა შენი წყლისგან და ვინ შეძლო შენი მშვენიერების სიღრმეზე საუბარი?! ჰოი, გამოუთქმელო მშვენიერებავ, ვინ იხილა შენი ღვთაებრივი სახე და არ დადუმდა, რადგან სიყვარულის ცრემლების შეკ... იხილეთ სრულად