ავზნიან ადამიანებს საკუთარი ზრახვებისაგან მუდმივად სული უგუბდებათ და ირგვლივ თავიანთი გულების სიცივეს აფრქვევენ, და დამაშვრალ ადამიანებს, როცა ისინი მათთან ნუგეშის მისაღებად მიდიან, ამ ზრახვებით აშთობენ. კეთილები კი თანაგრძნობით გ...
იხილეთ სრულად
ავზნიან ადამიანებს საკუთარი ზრახვებისაგან მუდმივად სული უგუბდებათ და ირგვლივ თავიანთი გულების სიცივეს აფრქვევენ, და დამაშვრალ ადამიანებს, როცა ისინი მათთან ნუგეშის მისაღებად მიდიან, ამ ზრახვებით აშთობენ. კეთილები კი თანაგრძნობით განზავებული თავიანთი სულიერი (კეთილშობილური) სიყვარულით, დემონებს ახრჩობენ, სულებს ათავისუფლებენ და თანამოძმეთათვის საღვთო ნუგეშს გამოსცემენ.
სიკეთე ღვთის ერთ-ერთი მრავალთვისებათაგანია, ამიტომ ყოველთვის სიხარულს გამოსცემს, ღრუბლებს ფანტავს, გულს ამშვიდებს – როგორც გაზაფხულის მზის სხივები, რომლებსაც მიწიდან ყვავილები ამოჰყავთ და გველებსაც კი ათბობენ ისე, რომ ისინიც მოძვრ...
იხილეთ სრულად
სიკეთე ღვთის ერთ-ერთი მრავალთვისებათაგანია, ამიტომ ყოველთვის სიხარულს გამოსცემს, ღრუბლებს ფანტავს, გულს ამშვიდებს – როგორც გაზაფხულის მზის სხივები, რომლებსაც მიწიდან ყვავილები ამოჰყავთ და გველებსაც კი ათბობენ ისე, რომ ისინიც მოძვრებიან თავიანთი ცივი სოროებიდან, რათა ღვთის სიკეთით მათაც გაიხარონ.
როგორც ღვთის სიკეთე ყველაფერს სასიკეთოდ იყენებს, ასევე ჩვენც, მისმა ქმნილებებმა, ყველაფერი სიკეთისათვის უნდა გამოვიყენოთ, რათა თავსაც მოვუტანოთ სარგებელი და სხვებსაც.
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უ...
იხილეთ სრულად
სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს.
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრ...
იხილეთ სრულად
სიკეთეც შეიძლება იყოს არასწორი და ბოროტებაც შეიძლება სიკეთის საფარველით იმოსებოდეს. ჩვენი ბუნებრივი სიკეთე ბოროტებასთან არის შერეული და მის მიერ დაზიანებული. ამ დაზიანებული ბუნების გამო ვერასოდეს ვენდობით ვერც გარეგნულად კეთილ აზრებს და ვერც გარეგნულად კეთილ გრძნობებს. ჩვენი შეზღუდულობაც და ჩვენი დაცემული ბუნებაც მოითხოვს, რომ ჩვენს მოქმედებას უსათუოდ წინ უძღოდეს განსჯა.
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი ა...
იხილეთ სრულად
როგორც უფალი ტაძარში, ტრაპეზზე საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად შენთვის, ასევე შენც ვალდებული ხარ, სიყვარულით შესწირო მას შენი აზრები და სურვილები. ვითარცა წერილ არს: "მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი" (ფს. 50, 18). მსხვერპლი არის მოწყალება, ყოველგვარი სიკეთის ქმნა და ვნებების მოკვეთა, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათვის ღმრთისათა, რაითა წარუდგინნეთ ხორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმერთს...
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".